მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

ხაფანგი

 

ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

 

 

   როდესაც ენერგეტიკული კუთხით უყურებ ადამიანების ცხოვრებას, ხედავ, რომ ნებისმიერი სოციალური სტრუქტურა ითხოვს ენერგიას.

      რა ქვია ისეთ სოციალურ სტრუქტურას რომელიც გამუდმებით ითხოვს კოლოსალურ ენერგიას, აცარიელებს ადამიანებს, წურავს მათგან ენერგიას და მხოლოდ იმდენს უტოვებს, რომ საწოლამდე მივიდნენ.

       ასე გრძელდება ყოველდღე.

      დიდი ხნის დაკვირვების შედეგად და პირად მაგალითზე მივხვდი, რომ ადამიანური ყოფა ერთი დიდი და კარგად დაგებული ხაფანგია!

        მაგები და შამანები გაურბიან სოციალურ სტატუსებსა და მდგომარეობებს, ისინი ნამდვილი განდეგილები არიან, ოღონდ  სოციუმს ერიყებიან, სოციალიზაციის მარწუხებში მოქცეულ ადამინებს და არა ცხოვრებას. ისინი სულის კანონით ცხოვრობენ და არა სოციუმის. სულის კანონი, რომ არა ნაგვალი ლუხანი ვერასოდეს გახდებოდა მაგიური კლანის ბრუხო.

        ნაგვალი ლუხანი ოთხი თაობით უფრო ადრე იყო ვიდრე ნაგვალი დონ ხუანი.

        სანესტებანის მერე იყო ლუხანი, ლუხანმა იპოვა ნაგვალი როსენდო, როსენდომ ელიასი, ელიასმა ხულიანი, ხულიანმა დონ ხუანი.

         ნაგვალი ესტებანი სწრაფად მიდიოდა და მოსახვევში შუბლით შეეჯახა ლუხანს ისე ძლიერ, რომ ორივე ძირს დაცვივდა. ჩვეულებრივი სოციალური შეხედულების, კანონის მიდევარი ადამინი აქ უნდა გაბრაზებულიყო და "გინება" დაეწო, მაგრამ ესტებანმა სულის კანონით იხელმძღვანელა, ის უმწიკვლო ნაგვალი იყო და მის ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდებოდა, მან ეს სულის მინიშნება მიიღო, და ელიასში ის მომავალი ნაგვალი ამოიცნო რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა. 

        ჩვეულებრივი ადამიანი ათას სისულელეს აკეთებს, ამიტომ მიმდინარე მოვლენებშიც და სხვის მოქმედებებშიც მხოლოდ სისულელეს ხედავს და არა სულის ნიშნებს.

          სულის კანონი და მიზნები არანაირად არ ემთხვევა სოციალურ შეკვეთებსა და მიზნებს, რადგან სოციუმის წეს ჩვეულებების მიღმა მათი ავტორები დგანან, ისინი ვინც სოცოალიზაცია იმისთვის შექმნა, რომ კაცობრიობა დაემონებინა. მტაცებლების მოგონილია ჩვენი ყოველდღიური ყოფა, ეს მათი "წვენსაწურია" - ენერგიის გამოსაწურად.

          ჩვენი ყოველდღიურობა, სოციუმი, კულტურა, მეცნიერება, რელიგია ერთი დიდი და  და მრავალსაფეხუროვანი ხაფანგია, "წვენსაწურია" მტაცებელთათვის.

          მაგიური პასები სულის კანონებმა შექმნეს, ამიტომ ისინი მოწოდებულია აამაღლონ ადამინის ენერგეტიკა, ცნობიერება, სიმამაცე, გმირული სული.

          შამანებისა და მაგების მთელი დინასტია იკვლევდა და ხვეწავდა ამ მოძრაობებს, ისინი მრავალი ათეული ათასი წლისაა. მათი ზემოქმედება კარდინალურია და სულის მოთხოვნებს ასრულებს. მხოლოდ სულის გზაზე მდგომი ადამიანი აფასებს და მიჰყვება ამ უნიკალურ ტრენინგს!

 

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე.  მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru   ,   სკაიპში olmeki1 ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

 

საწყისი გვერდი

 

[right.htm]

 

2015 ©