მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

 

 

ამონარიდი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

 

 უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე გვაქვს სამი ნაბიჯი:

 

1 - სექსუალური ენერგის შენახვა.

2-  ენერგეტიკული სხეულის შექმნა.

3 - ალქიმია.

 

ბევრი არასერიოზული ეზოთერული სკოლა და სწავლება პირველ ნაბიჯს საერთოდ არ განიხილავს სერიოზულად, შედეგად მათი მიმდევარი მაძიებლები ვერ დაიკვეხნიან დიდი მიღწევებით ვერცერთ სხვა ეზოთერულ პრაქტიკაში!!!  

ასეთივე სურათია თვით "თავისუფალ " მაძიებელთა შორისაც, ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე, ხშირად ისე ეძებენ, რომ სრულ ან ნაწილობრივ იგნორს უკეთებენ სექსუალურ ასპექტს. შედეგად რჩებიან მარად მწვანე მაძიებლებად(თუმცა თვითონ ჰგონიათ რომ ბევრს მიაღწიეს).

ბევრი მაძიებელი ვერ ხვდება, რომ თუ არ იქნა სრული პროგრესი სექსუალური ენერგიის შენახვისა და მისი ტრანსფორმაციის საქმეში, ენერგეტიკული სხეულის შექმნა და ალქიმია შეუძლებელია.

მაძიებელთა გარკვეული ნაწილი თავიდანვე უარს ამბობს სექსუალურ ურთიერთობაზე და ცდილობს სრულიად ამ საქმეში გამოუცდელმა, სრული უარი თქვას სექსზე, მაგრამ რადგან გამოცდილება არ აქვს და სურვილი კი რჩება, ის მთელი დარჩენილი ცხოვრება უბრუნდება ამ საკითხს და წარმოშაობს უამრავ ცდუნებასა და ეჭვს საკუთარი არჩევანისა და ცხოვრების წესის მიმართ. ამ მაძიებელთა საპირისპიროდ იქცევა მაძიებელთა მეორე ნაწილი ისინი მიუხედავად სექსუალური გამოცდილებისა ინდულგირებენ საკუთარი მზადყოფნის საკითხში და მთელი ცხოვრება რჩებიან ბრაჰმაჩარიობისათვის მომზადების ეტაპზე. ესეიგი პირველ ჯგუფს მუდმივად უშლის ხელს საკუთარი ეჭვები და სურვილები, ხოლო მეორეს საკუთარი ქცევა. ეს იმიტომ ხდება, რომ არც პრველი ჯგუფის მიმდევარი მაძიებლები და არც მეორე ჯუფს მიკუთვნებულნი პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ თავზე. პირველს ჰგონია, რომ თუ საჭიროა ყველაფერს შეძლებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ხოლო მეორეს, რომ თავისით დადგება დრო როცა მზად იქნება კარდინალური ნაბიჯებისათვის, მაგრამ არც ესაა ასე. ორივე მათგანი თავს იტყუებს.

   არსებობს მაძიებელთა ძალზედ მცირე კატეგორია, რომელიც მზად არის ამ გზისთვის, ისინი იღებენ ერთ და საბოლოო გადაწყვეტილებას განთავისუფლდნენ!!!  ბოლომდე მცკიცედ მიჰყვებიან მას ყოველგვარი ორჭოფობისა და საკუთარი თავის შეცოდების გარეშე. სწორედ ასეთი მტკიცე დამოკიდებულებით აღწევენ ისინი შედეგს უკვდავებისაკენ მიმავალ სამივე ნაბიჯზე. მაძიებელთა ამ კატეგორიას ოკულტურ ენაზე ეწოდებათ "უმოწყალონი". ისინი უმოწყალონი არიან საკუთარი თავის სუსტი და აღმოსაფხვრელი ყველა ქცევის, წარმოდგენის, წესის, შეცოდების, სტანდარტული მიდგომებისა და ეჭვების მიმართ. ძველ წიგნებში მათ "გამანადგურებელნი" ეწოდებათ, რადგან ისინი ანადგურებენ უმოწყალოთ ყველაფერ პიროვნულს საკუთარ თავში რაც ხელს უშლით თავისუფლების მიღწევაში. ესეიგი სწორად მომართულ მოსწავლეს აქვს სამება: 1 - სწორი აქტიურობა, 2 - სიყვარული, 3 - გამანადგურებელი ბუნება. 1 - მამა - გამანადგურებელი ბუნება, 2 - შვილი სიყვარული, 3 - დედა - სწორი აქტიურობა. სიყვარული არეგულირებს გამანადგურებელი ბუნების სწორ აქტიურობას რათა მოსწავლე იდგეს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე. ასეთია მოსწავლე რომელიც თავს არ იტყუებს!!!

    რაც შეეხება მეორე ნაბიჯს - ენერგეტიკული სხეულის შექმნას!!!  

   ამ საფეხუთან მიმართებაშიც იგივე სამი კატეგორიის მაძიებლები გვყავს. პირველი ჯგუფი რომლებსაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ყველაფერი უცებ და ერთად აითვისონ და თავიდანვე იწყებენ ერთი რომელიმე ენერგეტიკული განხრის პრაქტიკას ძალზედ ინტენსიურად, მერე მათ ისევ იპყრობთ ეჭვები და ნოსტალგია, ცდუნება ჩვეულებრივი ცხოვრების მიმართ(ის რაშიც გამოცდილება ვერ დააგროვეს) და ეს ხდება ხელის შემშლელი სერიოზული ფაქტორი. მეორე ჯგუფი მუდამ დადის და ეძებს სხვადასხვა ენერგეტიკულ პრაქიკებს, მოივლის ყველაფერს, იოგას ციგუნს, და სხვა უამრავს, მაგრამ გულს ვერაფერს უდებს, არ შეუძლია სისტემატიური დისციპლინირებული მუშაობა ერთი მიმართულებით, თვლის რომ ეს მისი არ არის, ან თვითონ არ არის მზად ხანგრძლივი ტიტანური შრომისათვის, შედეგად რჩება მუდმივ მაძიებლად. ვერც პირველი კატეგორია და ვერც მეორე ვერ აღწევს შედეგს მეორე საფეხურზე, რადგან პირველი კატეგორიაში ძირითადად ფანატური მიდგომის ადამინებია, მეორეში კი ისინი ვინც "მდორედ იწვიან"... მაგრამ საბედნიეროდ არსებობს მესამე კატეგორიის ძალზედ მცირერიცხოვანი მაძიებლები - "უმოწყალო გამანადგურებლები", რომლებიც არ ინდობენ საკუთარ თავს ად არ ეცოდებათ ის, ამ კატეგორიამ იცის ხაბგრძლივი, ძალზედ ინტენსიური, დაუზოგავი ყოველდღიური შრომის ფასი, ისინი შეუდრეკლად და ყოველგვარი ეჭვების გარეშე მიყვებიან გზას თავისუფლებისაკენ, მათი არჩევანი მტკიცეა და საბოლოო, გადახედვას არ ექვემდებარება. ისინი მუდამ წინ მიდიან ახალი სიმაღლეებისაკენ და უკან არსდროს იყურებიან. ყურადღებას არ აქცევენ არავითარ კრიტიკასა და განსჯა - მსჯელობას მათი გზისა თუ არჩევანის შესახებ. ისინი სრულად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე, ბედზე და გზაზე..... ეს კატეგორია უმოწყალოდ მიყვება გზას და დროს ტყუილად არსდროს კარგავს!!! საბოლოოდ კი გამოდის ისე, რომ პირველი და მეორე კატეგორიის მაძიებეთ დრო არ ჰყოფნით რათა დაასრულონ უკვდავების მესამე საფეხური, რადგან პრველ კატეგორიას საკუთარი ეჭვები და სურვილები აჩერებენ შიგა და შიგ ძალზედ ხშირად, ხოლო მეორე კატეგორიას თვით შეცოდება და თვითმოწყალეობა საკუთარი თავის მიმართ. არცერთ მათგან აღარ რჩება დრო მეორე და მესამე საფეხურისათვის პირველი რომც აითვისონ.......

  ასეთია ეზოთერული დრამა და მაძიებელთა არქივებში დაცული გამოცდილება.... რაც შეეხება მეორე საფეხურს ჩვენს შემთხვევაში მის მისაღწევად ვიყენებთ - მაგიურ პასებს, როგორც ძირითად პრაქტიკას და სიზმარხილვას!!! ერთიცა და მეორეც მოითხოვს უმოწყალო გამანადგურებელ დამოკიდებულებას საკუთარი სისუსტეების მიმართ და ამ გზაზე მდგომაა თითოეულმა მაძიებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს!!!

G.K.

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკები კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე -- მსურველებმა მომწერეთ სკაიპში ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

 

[right.htm]

 

2015 ©