მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

წინააღმდეგობა

 

ამონარიდი ჩემი წიგნიდან - "კატისებრთა მოძრაობები"

 

  პირველი ტრენინგ ჯგუფი ჯერ კიდევ 12 წლის წინ ავიყვანე. ყველა ვინც მოვიდა გონების აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო. ისინი გაეცნენ თეორიას, მათი მცირედი ნაწილი დაინტერესდა პრაქტიკით. მცირედი იმიტომ, რომ მათმა გონებამ შეძლო სულ რაღაც რამოდენიმე საათში გაექარწყლებინა მთელი ჩემი მაშინდელი ლექცია. დაინტერესებულებმა ერთი თვე ივარჯიშეს ენერგეტიკული ვარჯიშები(პასები). თავიდან კარგად დაიწყეს. ერთ კვირაში რამოდენიმე მათგანი დაეჭვდა. კიდევ ერთ კვირაში გონებამ დააწმუნა ისინი, რომ ვარჯიშის დრო არ აქვთ. დანარჩენები იმაზე დაფიქრდნენ კარგი რომ იყოს უფასო ხომ არ იქნებოდაო. ჯობია ფული გადავიხადოთ და ნორმალური ვინმე ვნახოთ ვინც გვაიძულებს რომ ვიაროთ და ვივარჯიშოთო, სადაც ბევრი ხალხი დადის და ვინც ცნობილიაო. მოკლეთ ერთი თვეც ვერ შეძლეს გონების წინააღმდეგ სიარული!

    მეორეთ სადღც ალბათ 5 ან 6 წლის წინ გავხსენი ტრენინგ ჯგუფი რომელთაც მაგიური პასები უნდა ევარჯიშათ, თუმცა მათ სიზმარხილვასა და განზრახვის ხელოვნებასაც ინტენსიურად ვასწავლიდი. თავიდან ყველამ კარგად დაიწყო. ამჯერად უფრო დიდი ენერგია ჩავდე საწყის ახსნა განმარტებებში. ენთუზიაზმიც თავიდან კარგად იყო, მაგრამ მერე ისევ იმძლავრა მათმა გონებამ. ისინი კვირაში ერთი დღე დადიოდნენ რათა მოძრაობები ესწავლათ. დავინახე, რომ ერთი დღის ჩემი საუბარის წინაარმდეგ ერთი კვირა მათი გონება მუშაობდა. ისევ იგივე მოხდა, ჯერ დაეჭვდნენ, ზოგი სიზარმაცის გამო შეჩერდა(სიზარმაცე გონების მკაცრი კონტროლისა და დიქტატის შედეგია), ზოგი ფიქრობდა, რომ რადგან უფასო იყო სულ იქნებოდა ეს ვარჯიშები და ხშირად აცდენდა. სადღაც სამ თვეში გონებამ შეძლო მათი შეჩერება.

      მესამედ ფასიანი ტრენინგი გავაკეთე. გონებამ აქაც აურია. თუ ადრე ის ეუბნებოდა მოვარჯიშეებს, რომ უფასო ტრენინგი რა უნდა ყოფილიყო ისეთი და ამ მოტივით აჩერებდა, ახლა უკვე ეუბნებოდა, რომ ეს ყოველივე ფასიანი იყო და ვინ იცის ვარგოდა კი. და რომ არ ვარგოდეს? შედეგი რომ არ იყოს? სწრაფი შედეგი რომ არ იყოს? 

     თავიდან მეგონა, რომ გონება უღთიერთსაწინააღმდეგო რამეს ამტკიცებდა ამ ორ შემთხვევაში, მარა მერე მივხდი, გონება ორივე შემთხვევაში ეუბნებოდა ადამიანებს, რომ ეს ტრენინგი არ ვარგა და თავი დაანებეთო. თავის დანებება იყო მთავარი მოტივი და მიზანი. და მათ თავი დაანებეს ... ზოგი სექსის შეზღუდვას ვერ შეელია, ზოგო ხორცს, ზოგიც სიგარეტს. გონება ეუბნებოდა მათ რომ ცხოვრება მიდის, ქალები, გართობა, ღვინო. დუდუკი, სიგარეტი, გვერზე რჩება, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და საჭიროა მაქსიმუმის აღება ცხოვრებიდან. ვაიდა არაფერი გამოვიდეს ამ ტრენინგებიდან, ასკეტური ცხოვრებიდან, მაშინ რაღა უნდა ქნა? ვერც ვერაფერს მიიღებ და რაც არი იმასაც დაკარგავ.

       ტრაგიკომედიაა ეს ყოველივე, უყურო ადამინებს როგორ უნდათ იარონ საკუთარი სულისაკენ, მერე კი აღარ უნდათ. ჯერ როგორ სასტიკად მზად არიან ყველაფრისთვის ოღონდ კი საკუთარ სულს დაუკავშირდნენ, მერე კი ამის ატანა აღარ აქვთ და ჩვეულებრივი ცხოვრება აინტერესებთ ცხოველური ჟინით. და რომელი ჯობია? ვაიდა ესე ჯობდეს? ან იქნევ ვცდები და ისე ჯობია? დედა დედა რა უნდა ვქნა?   - ეს არის გონებას დამორჩილებული ადამინის ტრაგიკომედია.

       ამ კომედიის დაკვირვებისას, მრავალი წლის მანძილზე მივხვდი - რომ გონება ყველას აჩერებს. ყველა იტანჯება, ნერვიულობს, ბერდება და კვდება. ხოლო თუ ადამიანმა წარმოუდგენელი ნებისყოფა, გმირობა და ძალისხმევა გამოიჩინა, წინააღმდეგობა გაწია და დაამარცხა გონება, შეაჩერა იგი სამუდამოდ, მაშინ ის იმ ზე-ადამიანთა სიაში ჩაეწერება ვინც განთავისუფლდა ამ ყოველივესაგან: იესო, ბუდა, სენ ჟერმენი, ლაო ძი, ილარიონი, ანა რაჯი, კუტ ჰუმი, ელ მორია, ნადა, ჰერაკლე და სხვა .......

       მე რამოდენიმე საიტი მაქვს და იქ უამრავი გვერდი დავწერე. მაგრამ განა ეს საკმარისია რათა თქვენი გონების ყოველწამიერი დიქტატი შვაჩერო? განა მე შემიძლია იმდენი გესაუბროთ და იმდენხანს, რომ თქვენს გონებას ვაჯობო? განა ერთსაათიანი ტრენინგი კვირაში ერთხელ  საკმარისი იქნება გონების მიერ არასწორად ორიენტირებული ენერგიის აღსადგენად. ნუთუ რომელიმე თქვენგანს სჯერა ამისი?

        არა ხალხო, ეს არაა საკმარისი. საჭიროა თავდაუზოგავი, ყოველდღიური მრავალსაათიანი ტრენინგი, ოფლის ღვრა, ენერგეტიკული დაწნევის შექმნა თავის არეში, საჭიროა მაგიური პასების გმირული ტრენინგი, სიზმარხილვა, სიყვარულის პრაქტიკა, სტალკინგი......თავდაუზოგავი შრომა რათა გონების მომწამლავი საქმინობა შევაჩეროთ!!! თქვენ უნდა გაწიოთ წინააღმდეგობა, არ უნდა დაემორჩილოთ გონების შე-გონებებს. არ უნდა შეშინდეთ, დანებდეთ, არ უნდა გადადოთ... უნდა იბრძოლოთ თავისუფლებისათვის!!!

 

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პსების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის კვირაში სამჯერ ტარდება ტრენინგი. ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე. მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში.

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

საწყისი გვერდი

[right.htm]

 

2015 ©