სულთან დამაკავშირებელი ხიდი
|
კითხვებზე პასუხი:
მაგიური პასები
აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით კარმა ღვიძლი და სიყვარულის პრაქტიკა
|
შემაწუხებელი აზრები ყველა უფლება დაცულია ©
კითხვა: - თქვენი დახმარება მჭირდება: როგორ შეიძლება
აკვიატებულ-შემწუხებელი აზრებისგან(კითხვებისგან) გათავისუფლება, რომელებიც დრო
და დრო აქტიურდებიან განსაკუთრებით ისეთი მოვლენების პარალელურად, რომელთაც
შფოთვა და ნერვული ემოციური ფონი ახლავს თან - ვთქვათ, საჯარო გამოსვლა, დიდი
პასუხისმგებლობის განცდა, არასასურველ გარემოში ყოფნა, მნიშვნელოვანი
შეხვედრები/მოლაპარაკებები და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შემაწუხებელი კითხვები სხვადასხვა პერიოდში
სხვადასხვა შინაარსისაა, დიდწილად მაინც ე.წ. ფილოსოფიურ საკითხებს
უკავშირდება, რომელთა შესახებაც მიჭირს პასუხის გაცემა, ეს მაშინ როდესაც
რატომღაც ჩემი წარმოდგენით მათზე ამომწურავი პასუხის ქონა კრიტიკულად
მნიშვნელოვანია. შედეგად იმდენად რამდენადაც არ ვარ კმაყოფილი მათ შესახებ ჩემ
მიერ შინაგანად მიგნებული პასუხებით, ისინი ისევ და ისევ შემაწუხებლად
მეორდებიან (თუ მოხდა ისე, რომ ,,ჩემთვის დამაკმაყოფილებელ" პასუხს მივაგენი,
მაშინ მარტივად ქრებიან და ეს ძირითადად მშვიდ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში
ყოფნას ემთხვევა, მაგალითად, პასუხისმგებლობის ტვირთის მოხსნას).
ყოველნაირად თავს ვიკავებ მედიკამენტოზური ჩარევისგან, რამდენადაც მიმაჩნია,
რომ მსგავსი პრობლემის სათავე შესაძლოა შინაგან ფსიქო-ემოციურ შრეებში იყოს,
რაში გარკვევაშიც დახმარების თქვენი დიდი იმედი მაქვს.
პასუხი ოლმეკი(გიორგი): - ნერვიულ ემოციური ფონი ქვეცნობიერის მიერ აღიქმება როგორც სიკვდილთან მიახლოება. სიკვდილთან ირიბი მიახლოვების გაცნობიერება არ ხდება, მაგრამ მასზე რეაგირება - კი. შედეგად ჩნდება ცნობიერში უამრავი კითხვა მარადისობასთან დაკავშირებით, მარადიულ თემებთან და საკითხებთან დაკავშირებით და არა მარტო. ფილოსოფიური კითხვების საბოლოო მიზანია შეეხოს მარადისობას, ჭეშმარიტებას, განსაზღვროს მისი პარამეტრები, და საკუთარი ქცევა, მოქმედება, აზროვნება, მოიყვანოს მასთან სწორებაში. თუ ძალიან გავამარტივებთ ამ საკითს, მაშინ უნდა ითქვას რომ შფოთი, ნერვიულობა, აშლილობა წარმოიქმნება იქ, სადაც მოქმედება, მოღვაწეობის სარბიელი, საქმიანობა, არ შეეესაბამება სულის მოთხოვნილებებს. როგორც მინიმუმ ადამიანი არ არის საკუთარ ადგილზე და არ ასრულებს საკუთარ, საყვარელ საქმეს, მოწოდებას. ეს ქმნის "ხახუნს" სულსა და ეგო-ს შორის, შეუთავსებლობას, შეუთანხმებლობას. პიროვნებას უცებ ეუფლება შფოთვა, ნერვიულობა, ემოციური აშლილობა, თითქოს რაღაც ემუქრება, რაღაცის ირიბად ეშინია, მაშინ, როდესაც ისეთი საშიში რეალურად არაფერი. რეალურად კი არაფერია საშიში, როგორც ამას პიროვნება, ეგო იაზრებს, მაგრამ მარადისობასთან მიმართებაში ასეთი ცხოვრების წესით, უკვე ხდება ის პროცესები, რაც იწვევს სულის ტანჯვას. სულს არ გააჩნია დრო, დრო ილუზიაა. ყველაფერი ერთდროულად ხდება, ჩვენ კი თანმიმდევრობით აღვიქვავთ, შეზღუდული ენერგეტიკული რესურსის გამო. ესეიგი, მომავალი რომელიც ეხლა ხდება, მაგრამ რომელსაც აღვიქვავთ თანმიმდევრობით, თავის დროზე, და თავისი რიგის მიხედვით ცნობიერად, ემოციურ, ქვეცნობიერ დონეზე, მოქმედებს ჩვენზე პირდაპირ აწმყოში. შედეგად ვიღებთ ერთი შეხედვით გაურკვეველ მშფოთვარე მდგომარეობას. აქედან გამოსავალი ერთია: ვაკეთოთ, ვიმოღვაწეოთ იმ სფეროში, რომელიც წარმოადგენს ჩვენს მოწოდებას, სულის გამოძახილს, რომელიც სულთანაა სწორებაში, მარადისთობასთან(სამივე დროსთან(აწმყო წარსული მომავალი)) და არა გარე რეალობასთან, მხოლოდ აწმყოსთან, ან მის მოთხოვნებთან. აქ აუცილებლად ისმის კითხვა: კი მაგრამ რა არის ჩემი მოწოდება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ძიება, თვითჩაღრმავება, სულთან კონტაქტი, მასთან კონსულტირების რაიმე პრაქტიკული მეთოდის დამუშავება და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ხელების ცეცებით აღარ ვივლით, ვიქნებით სულთან სწორებაში და დაგვეუფლება გრძნობა რომ ჩვენ ადგილზე ვართ და ზუსტად იმას ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, არავითარი შფოთვა, ნერვიულობა და ცუდი წინათგრძნობა, არამეტ მტკკიცე ნაბიჯებით წინსვლა და მოქმედება სულის ურყევი ნებით! ყველაფერი რისკენაც მე მოგიწოდებთ ჩემს პოსტებში, წიგნებში, პასუხებში, არის სწორედ სულზე სწორებისაკენ მითთითება. ამ სწორების პრაქტიკა. სხვაგვარად რომ ვთქვათ - რა აზრი აქვს მატერიალურის მოხვეჭას, ან სახელის, ან სულაც თვთგადარჩენას - თუ სულს დავკარგავთ! აქ საკითხს დაწვრილებით განვმარტავ წიგნში "ფლობის ბეჭედი" რომელსაც დასრულებისთანავე გამოვცემ. სულთან სწორებაში არსებულ აზროვნებას ეძღვნება ჩემი წიგნი "შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა", რომელიც უკვე გამოვეცი. სულთან კონტაქტის ხელოვნება განხილულია წიგნში "სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება", ხოლო სულიდან მიღებულ ინფორმაციას ადამიანის შესახებ ეძღვნება წიგნი "სინათლის სხეულის გეომეტრია". ეზოთერულ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/kitxvebi ალქიმიის შესახებ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/alqimia ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek სიახლე გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი "სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვიდა ჩემი მეორე ახალი წიგნი "შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვეცი მესამე წიგნი "სინათლის სხეულის გეომეტრია - ზეადამიანები" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვეცი ალქიმიის მიმართულების პირველი წიგნი ალქიმია - ოქროს საწმისი შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვიდა ჩემი მეხუთე წიგნი "აშრამის გაკვეთილები". შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეიბუკზე პირადში, მესენჯერში
ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek ტელეგრამი https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy
|
[right.htm] |
2015 © |