მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

შამანური ტრადიცია

ამონარიდი ჩემი წიგნიდან - "კატისებრთა მოძრაობები"

 

   ამერიკელ ინდიელთა შამანური ტრადიციები დახურულია. სადღეისოდ არც თუ ისე ბევრი კლანი დარჩა რომელიც უძველეს სწავლებას მიყვება. კლანს ხშირად სათავეში ნაგვალი უდგას, არსება ორმაგი ენერგეტიკული კონფიგუაციით.

  ჩვეულებრივი ადამინის ენერგიის უდიდესი ნაწილი ჩართულია პიროვნული "მე" -ს დაცვის საკითხში. ყველა ჩვენი მცდელობა და ძალისხმევა აქამდე დაიყვანება. ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური ადამიანი დაკავებულია საკუთარი თავის შეცოდებით. მას მუდამ აქვს მოთხოვნილება ისაუბროს საკუთარ თავზე, დაიცვას საკუთარი თავი საუბრის მეშვეობით, შეაცოდოს გარშემყოფთ საკუთარი თავი.

  ერთმაგი ენერგეტიკული კონფიგურაციის საშუალოსტატისტიკური ადამიანი მუდამ დაკავებულია საკუთარი მეორე ნახევრის ძიებით. ცდილობს იპოვოს და შეიერთოს თავისნაირი კოჰფიგურაციის ენერგეტიკა სხვა ადამიანის სახით რათა გახდეს ორმაგი კონფიგურაციის - თუმცა ეს შეუძლებელია.

  ადამინები ვერ ამჩნევენ, რომ ერთმანეთს გვანან. გვანან ყველაფერში: - გადაწყვეტილებებში, პრობლემებში, ურთიერთობებში, სწავლაში, გართობაში, კვებაში, ძილში, გაბრაზებაში, მოლხენაში და ბლოს ყველა კვდება!

    ცხოველები არ ფიქრობენ სიკვდილზე,  საკუთარ საქციელზე, ისინი ინსტიქტურად მოქმედებენ, მწერები იმართებიან კოლექტიური ცნობირებით, მათ შორის არ არის ინდივოიდუალობა. კაცობრიობა რომელიც შედგება საშუალოსტატისტიკური ადამიანებისაგან ზუსტად ასე ფუნქციონირებს და იმართება - მხოლოდ ცხოველური ინსტინქტებით და კოლექტიური ცნობირებით. სოციალიზაცია არის კოლექტიურ ცნობირებაში გაწევრიანების მცდელობა. 

       მინარელბი იშლებიან! მცენარეები კვდებიან! ხცოველებსაც იგივე ბედი აქვთ! ადამინები, ყველა ადამინ კვდება(იმიტომ, რომ არაფრით განსხვავდება მათგან)! მაგრამ კვდებიან თუ არა განვითარებით ადამიანზე მაღლა მდგომი არსებები?

         ადამიანური ცხოვრება კლავს!  

         საჭიროა სწაფი ევოლუცია, მუტაცია, ცვლილება!

         ნებისმიერი გზით უნდა გავცდეთ მინერალის, მცენარის, ცხოველის ცნობირებას, უნდა გავცდეთ ადამინურ ყოფას, მიზანს, არსებობას და შევაბიჯოთ რაღაც ახალში, წარმოუდგენელში, უცნობში, სხვა  სამყაროში.

         მცენარე შეიცავს მინერალს და მინერალი აკონტროლებს მას, ცხოველი შეიცავს მინერალს და მცენარეულს და ეს ორივე აკონტროლებს მას, ადამინი შეიცავს მინერალურს, მცენარეულს და ცხოველურს რის კონტროლსაც ის ექვემდებარება. გარშემო ტოტალური დიქტატია: ქცევის დიქტატი, საუბრის დიქტატი, საკვების დიქტატი, გამრავლების დიქტატი, სოციალიზაციის დიქტატი, სიბერისა და სიკვდილის დიქტატი. ყველაფერი კონტროლდება გარდა ერთი რამისა, არსებობს ერთი გსაძრომი, ღია კარი - სიზმრები!

     ფსიქიატრები და ფსიქოლოგები შეეცადნენ დაეკეტათ ეს კარიც, დააჯერეს რა კაცობრიობა, რომ სიზმარი მხოლოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი, ხოლო ადამიანი კი ცხოველი რომელმაც აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილოს თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებები.

     უცხოპლანეტელები არ არსებობენ, ანგელოზები არ არსებობენ, სხვა სამყაროები არ არსებობენ.  თქვენ ხედავთ ამას? "ვიღაცა" გაფაციცებით ცდილობს დააჯეროს კაცობრიობა, რომ სხვა არაფერი არ არსებობს გარდა სიკვდილისა, სიბერისა, ცხოველისა და ტანჯვისა!  ჩვენ იზოლირებულები ვართ ვიღაცის მიერ და ეს იზოლაცია მტკიცედ კონტროლდება!

    "ვიღაცა" გვასწავლის ვიყოთ მატყუარები! ადამიანები მუდამ იტყუებიან! ეს საკუთარ "მე" - ზე ზრუნვის, მისი დაცვის ინსტრუმენტია. სინამდვილეში კი ტყუილი სხვისი ენერგიის მიტაცების მანიპულაციაა. ენერგიის "ამძაღებაა" , მისი სიკვდილი! განა "მკვდარი" ენერგიის მატარებელი სხეული შეიძლება იყოს დიდხანს ცოცხალი?

      ჩვენი ყოფა ისეა მოწყობილი, რომ ადამინს გამოაცალოს ენერგიის უკანასკნელი წვეთიც კი. კაცობრიობა ისე დასუსტდა, რომ კრიტიკული კითვის დასმის სურვილიც კი არ დარჩა.

       ადამინთა ჯოგი! აი ტერმინი რომელსაც "სხვები" ხმარობენ ჩვენს მიმართ.

      შამანური ტრადიცია ხედავს ამ ყოველივეს, ამიტომ ის გაჟღენთილია გამოსავლის ძიების, თავისუფლების მოპოვების ტექნიკური საშუალებებით.

        პირველი ამოცანა საკუთარი თავის ხსნის საქმეში არის ენერგიის დაგროვება!

       შამანებმა მოიძიეს ადამიანის ენერგეტიკული სხეულის შიგნით ენერგიის აუარებელი გამოუყენებელი რეზერვუარი. სიზმარხილვის, არამიწიერი მეგობრებისა და ტრანსის საშუალებით შექმნეს ენერგეტიკული ვარჯიშების სისტემა - მაგიური პასები!   ხედვის მეშვეობით დახვეწეს ეს სისტემა და ის დღემდე გამიყენება როგორც შეუცვლელი საშუალება თავისუფალი ენერგიის დაგროვებისათვის.  ყველა სხვა შამანურ პრაქტიკასთან შედარებით ამ პრაქტიკის ათვისება ყველაზე ადვილია.

     მაგიური პასები ის რელსებია რომელზეც დგას თავისუფლების მატარებელი.

    მაშ რას წარმოადგენს შამანური ტრადიცია?

   ეს არის თავისუფლების ტრადიცია!

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პსების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის კვირაში სამჯერ ტარდება ტრენინგი. ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე. მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში.

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

საწყისი გვერდი

         

[right.htm]

 

2015 ©