მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

Tensegrity Magical passes

მდუმარების პასები

(ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები")

©

 

 

     მდუმარების პასებს გააჩნია ბევრი სერია, ამჯერად განვიხილავს ვარჯიშთა სერიას რომელიც სრულდება დაწოლილ მდგომარეობაში და ეწოდება მორბენალი ადამიანი.  ეს ვარჯიშები ააქტიურებენ კატის ბორცვსა და ჯიქის წერტილებს რომლებიც განლაგებულის ქუსლის არეში. უშუალოს ეს წერტილები კავშირშია ორგანიზმის უამრავ ორგანოსთან და აღმდგენი ენერგიების გაღვივებასა და წარმოქმნასთან. თუ  კაჟის ორ ქვას ერთმანეთს შემოვკრავთ, ან ერთმანეთზე გავახახუნებთ მივიღებთ ცეცხლის ნაპერწკალს, ნაპერწკლებს რომლისგანაც ინთება ცეცხლი. ეს ვარჯიშები აღვივებენ საწყის ცეცხლს, გამოაკრთობენ ხილულ ცეცხლს, აქამდე დაფარულ აღმდგენ სტიქიას.

      სერია - მორბენალი ადამიანი ეხმარება მიწის ენერგიას ზეასვლაში, ათვისებაში, ცეცხლთან შერწყმაში. ეს მეტად მნიშვნელოვანი აქტია სიცოცხლის ხანგრძლივობისათვის. ქუსლის არეში ძლიერია მიწინ ენერგია, მაგრამ სუსტია ცეცხლი, ამიტომ ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ მიმართულებით ცეცხლი და შვურიოთ ის მიწის გამყინავ ენერგიას. შედეგად ფეხის არეში ჩაწოლილი ენერგია ლხვება და ხდება მოძრავი, კოჭის და მუხლის არეში არსებულ ცენტრებს შეუძლიათ აითვისონ ეს ენერგიები და ისევ გაუშვან ყოველდღიურ ბრუნვაში.

     მორბენალი ადამიანის სერია უზრუნველყოფს ფეხის ბიომასის და ძვლოვანი სტრუქტურის გაჯერებას ენერგიით, რაც თავის მხრივ სძენს სხეულის ამ ნაწილს სინათლის უკეთეს გამტარობას, ფეხის ამ არეალის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების უნარის გამომუშავებას.

     წარსულის აზრები, შთაბეჭდილებები, მძიმე მოგონებანი ლაგდება ფიზიკური სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ფეხის არეში ლაგდება ბედის უკუღმართობის შესახებ აზრები, განცდები და მოგონებანი. სხეულად ქცეული მოგონებების წაშლა მეტად ძნელია თუ ისინი არ გახსენი ისევ ენერგიად და არ ჩაუშვი ენეგეტიკულ კვლავბრუნვაში. აი სწორედ ამ მიზანს ემსახურება სერია - მორბენალი ადამიანი.

     სერია მორბენალი ადამიანი ემსახურება აგრეთვე პროსტატის ჯირკვალის კვებას. ანუ ამ ვარჯიშთა შედეგად ძლიერდება პროსტატის ჯირკვალი, იბრუნებს რა იმ ენერგიებს რაც ოდესღაც გასცა....

     აქ მოვიყვან მხოლოდ რამოდენიმე ვარჯიშს გაცნობის მიზნით:  

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი:

    პირველი სავარჯიშოს შესასრულებლად ვწვებით სავარჯიში ხალიჩაზე, ფეხები გაჭიმულია წინ. ტერფები იწყებენ თავისებურ წრეზე მოძრაობას. ტერფის წვერი გადის გარეთ მერე ქვემოთ და შიგნით. ასე მოძრაობს წრეზე საათის ისრის მიმართულებით მარჯვენა ტერფი. როდესაც დაახლოებით ნახევარი წრე, მარჯვენა ტერფის წვერის მიერ იქნება გავლილი, მარცხენა მაშინ იწყებს თავის წრეს გარეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ტერფის წვერები წრეებს ხაზავენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

მაგიური პასები

სურ 1

   ეს ვარჯიში ააქტიურებს ძალზედ ქვედა და მძიმე, ბლანტ, კარმიულ ენერგიებს და საშუალებას იძლება ავამაღლოთ ეს ენერგიები...  რადგან ნებისმიერი ენერგია რასაც ვამაღლებთ ჩვენი ცნობიერების ნაწილია, ამიტომ აღმდგენ ვარჯიშებს ცნობიერება გადაჰყავთ ამაღლებული ცნობიერების მდგომარეობაში.

სურ 2

    მეორე პასი: ფეხებს ჩვეულებრივ სწორად ვდებთ ხალიჩაზე. მოძრაობენ ტერფები. როდესაც ერთი ტერფის წვერი მიდის ქვემოთ მიწისკენ, ამ დროს მეორე ფეხის ტერფი მოძრაობს პირიქით. ეს მოძრაობები აგრეთვე ააქტიურებენ წერტილებს - კატის ბორცვს და ჯიქის ნახტომს. ქმნიან მათ გარშემო სპეციალურ ენერგეტიკას, ფარს, რომელიც სხვაგვარად არანაირად არ იქმნება. შლიან კარმიულ კვანძებს.

 

Magical passes

სურ 3

      შემდეგ ვარჯიშში ისევ სწორად ვდებთ ფეხებს ხალიჩაზე, შემდეგ მარცხენა ტერფი ქვედა ზედაპირი შედის შიგნით მარჯვენასაკენ, მოძრაობა გრძელდება მარჯვენა კოჭის არემდე, შემდეგ იმავეს იმეორებს მარჯვენა ფეხის ტერფი. ეს მოძრაობა ხელს უწყობს კარმიული ენერგიის დაშლას და ამაღლებას ფეხის ტერფიდან კუსლამდე, რაც ზრდის ცეცხლის დონეს ქუსლების გარშემო. მოძრაობების სერიები ისეა აწყობილი რომ ხდება კარმიული ენერგიის ნელნელა ამაღლეაბა ცენტრიდან ცენტრამდე, ქუსლებიდან კინკრიხომდე.

    მაგიური პასები ძალზედ ბევრია და რაც უფრო მეტი სრულდება მიმდევრობით მით დიდი შედეგი აქვს...   

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე - მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru   ,   სკაიპში olmeki1 ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

Tensegrity Magical passes

საწყისი გვერდი

 

 

    

 

 

  

[right.htm]

 

2015 ©