მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

გურუ

კაცობრიობის ძველი მტერი

ნირვანა

თ ე ო რ ი ა

მაგიური მოძრაობები

ეთერული ბადე

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეულიენერგეტიკული კონფიგურაცია

მაგიური პასები დევები და პიტრები

მსხვერპლი

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

დემონები

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე

 


პ რ ა ქ ტ ი კ ა

ყელის ენერგეტიკული ცენტრის შევსება ენერგიით

იაგუარი ფხაჭნის ენერგიას

ავაზას ნახტომი

მარცხენა და მარჯვენა სხეულის ენერგიების შერევა

სერია - მორბენალი ადამიანი


მაგიური პასები

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

ყველა უფლება დაცულია

ნირვანა

©

 მედიტაცია არის გონების მართვის ხელოვნება. თუ გონება მიშვებულია, მოქმედებს ინერციით, თვითდინებით, მაშინ ის ფუნქციონირებს ღმერთისადმი წინააღმდეგობის რეჟიმში. თავის თავს მინდობილი გონება ეწინააღმდეგება სიყვარულს, სიმშვიდეს, სილამაზეს, სიმამაცეს. ასეთი გონება გვაღარიბებს, გვაბერებს, გვაავადმდმყოფებს გვაუძლურებს, გვაბერებს და გვკლავს.

ჩვენს გონებას რაღაც ჭირს - ის არასწორად მუშაობს.

მედიტაცია არის გონების სწორად ფუნქციონირების საშუალება.

როდესაც ადამიანი შედის მედიტატიურ მდგომარეობაში, ის იყენებს წარმოსახვას, წარმოდგენას, შთაბეჭდილებებს, გრძნობებს, აზრებს რათა შექმნას ნირვანა.

ნირვანა არის სამყარო, რომელიც იქნებოდა გონებას რომ სწორად ემუშავა. როდესაც გონება მედიტირების საშუალებით სწორად ფუნქციონირებს მაშინ ჩვენი სხეული, ცნობიერება, სიცოცხლის ხარისხი, ურთიერთობები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიუხვე, დოვლათი, ჯანმრთელობა და ა.შ. მკვეთრად უმჯობესდება. ჩვენი რეალობა იძენს ნირვანას ატრიბუტებს.

ნირვანა არის იდეალური სამყარო, ღვთის სასუფეველი, ცათა სასუფეველი, ღმერთის სახლი. გადახედეთ ჩვენს რეალობას, მსოფლიოს, მდგომარეობას ქვეყანაში, ოჯახში, ურთიერთობებში, შეხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ურთიერთობებს და მიხვდებით რაოდენ არასწორი გეომეტრიით ფუნქციონირებს ჩვენი გონება.

  ეს იმიტომ ხდება, რომ კაცობრიობა საერთოდ არ ზრუნავს საკუთარი გონების გამართვაზე, გამოწვრთნაზე, სწორ ფუნქციონირებაზე. ის ეყრდნობა გონებას მაგრამ გონება არასწორად მუშაობს. იწერება არასწორი წიგნები, იქმნება უკუღმართი ფილმები, ყოველდღიურად იფრქვევა არასწორი იდეები, გაუკუღმართებულია მსოფლმხედველობა, არასწორი ემოციები, გრძნობები და ბოლოს ეს ყოველივე მჟღავნდება არასწორ ქცევაში, რეაქციებში, გადაწყვეტილებებში. ჩვენი რეალობა მრუდეა, უკუღმართი, მახინჯი - მას ქმნის ჩვენი გონება.

ყოველდღიური მედიტაცია არის ერთადერთი პრაქტიკა, ინსტრუმენტი, საშუალება რითაც შესაძლებელია ჯოჯოხეთი გადავაკეთოთ სამოთხედ.

  თუ გეზარებათ აზროვნება, თუ არასწორ, მრუდე აზრებს ტოვებთ ასეთებათ, ემოციები რომლებიც აგრესიული და საშინელია დისკომფორტს არ გიქმნით, თუ დამნაშავეებს გარეთ ეძებთ, თუ გონებას აძლევთ საშუალებას გამოიძიოს, დაადგინოს, გაასამართლოს დანაშაული და დამნაშავეები, მაშინ თქვენ ჯოჯოხეთში ცხოვრობთ.

   მედიტაციის საშუალებით ჩვენ ვხვეწავთ საკუთარ აზროვნებას, მრუდე აზრებს ვასწორებთ, საშინელი აზრები დაგვყავს ლამაზ მშვენიერებამდე, შიშს გარდავქმნით სიმამაცედ, შფოთვას სიმშვიდეთ. დამნაშავეების, დანაშაულის, განკითხვისა და დასჯის მაგივრათ ვკულტივირებთ სიყვარულს. ვქმნით უკვდავ, ღმერთის თანდასწრებით, სულით გაჟღენთილ სხეულს, ვურიგდებით მტრებს.

მედიტაცია საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ჩავწვდეთ საკყაროს სილამაზეს, იდუმალებას, სულის რაობას, შესაძლებლობებს, დაუახლოვდეთ ღმერთს და ვიმეგობროთ სული წმინდასთან. ამ რეჟიმში ფუნქციონირებადი გონება უკვე ჩვენი მეკავშირეა, სანდო ინსტრუმეტი, ევოლუციის მანქანა.

 სასწაული არსებობს, მხოლოდ არასწორად ფუნქციონირებადი გონება დგას ჩვენსა და სასწაულს შორის, ჩვენსა და ნირვანას შორის.

  G.K.

ჯგუფში სრულდება შემდეგი განხრის მედიტაციები:

ქოთნისებური სუნთქვა.

სულის ჩამოდინების მედიტაცია.

ტრანს - ფორმაციის მედიტაცია

სიცარიელის მედიტაცია

ილუზორული სხეულის მედიტაცია

შთაბეჭდილებების მიღებისა და გაგზავნის მედიტაცია

სიდჰების მედიტაცია

მანტრა მედიტაცია

სიყვარულის მედიტაცია ...

ტრენინგები:

კარმიული სხეულის დაწვა(ფსიქოენერგეტიკულ ვარჯიშთა ტრენინგი რომელიც მოიცავს უამრავი წინა ინკარნაციის მანძილზე დალექილი ბნელი ენერგიის ტრანსფორმაციას ნათელ მანათობელ ენერგიად)

სიზმარხილვა(სიზმრის იოგა, სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება).

სტალკინგი(საკუთარი თავის კვალში დგომის ხელოვნება, სიმსუბუქის ხელოვნება, დღის სიზმარი).

პრაქტიკები ტარდება დარბაზში, ვაკის ტერიტორიაზე კვირაში სამჯერ.
http://agmdgenivarjishebi.ru/
ფორუმი http://www.olmek.ge/

დამატებითი ინფორმაციისათვის მომწერეთ ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში - 
https://www.facebook.com/giorgi.olmek

G.K.

 

[right.htm]

 

2015 ©