მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

მტაცებლები

Tensegrity - Magical passes

ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

  ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ, რომ კაცობრიობა ძალიან წინ წავიდა განვითარების მხრივ, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით შეიცვალა  და დაიხვეწა მხოლოდ საბრძოლო იარაღები, მოტყუების, თავდასხმისა და წართმევის ტექნოლოგია. კაცობრიობა ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს - ომები, ტყუილები, მონობა, გაუტანლობა, ტანჯვა, წამება.  ცრუ იდეალები, სწავლება, მეცნიერება, მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი და სხვა.

   კაცობრიობა თითქოს ვითარდება, მაგრამ ის დღემდე ვერ გასცდა  ძირითად ინსტინქტებს - სექსს, მუცელღორობას, განცხრომას, სიხარბეს, მტაცებლობას და ა.შ.

   კაცობრიობა მონობაშია, წაქეზებული ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან და ეცილებიან ქალების, სექსის, საჭმლის, რესურსების, სიმართლის გულისათვის და ვერ ხედავენ, რომ თვითონ არიან უფრო დიდი მტაცებლების საკვები.

   ადამიანებმა არ იციან რომ ცნობიერება და გონება სხვადასხვა რამაა. ცნობიერება(ცნობის უნარი, შეცნობის უნარი) ადამინის ღვთიური ნაწილია, მაშინ როდესაც გონი წარმოადგენს ინტერპრეტირების საშუალებას. იმისათვის, რომ შეიცნო არ არის საჭირო ინტერპრეტირება. გონი არ ეკუთვნის ადამინს, ის დამატებული, ჩადგმული "ობიექტია", ენერგეტიკული წარმონაქმნია რომელიც გარედან არის "ჩანერგილი".

    გონი აწარმოებს შინაგან დიალოგს, მომხდარის და მოსახდენის ინტერპრეტირებას. ის შინაგანი განმხილველია რომელიც ყოველთვის საშიშროებაზე და ძალადობაზე აკეთებს აქცენტს. გონი ერთგვარი რადიოსავითაა, რომელიც შეუჩერებლივ საუბრობს ჩვენს შიგნით. გონების შეუმჩნეველი დიქტატი განაგებს ადამინის მსოფლმხედველობას, ყოველდღიურობას, გადაწყვეტილებებს, რეაქციებს და ა.შ. თვით გონება კი ადამიანს არ ეკუთვის, ის სხვა უფრო დიდი მტაცებელის ნაწილია.

    გონების ხმა წიგნებშია, მეცნიერებაშია, რელიგიაშია, კულტურაშია, მასმედიაშია და ა.შ.

     გონების მთავარი დანიშნულებაა ადამინი შეიყვანოს ინტერპრეტირების მეშვეობით განცდებში, განსჯაში, განხილვაში, განკითხვაში, უკმაყოფილობაში, შურში, დასჯის გადაწყვეტილებაში, ომში...

      ამ ყველაფრის შემყურე მივხვდი, რომ გონების დანიშნულებაა მოაცილოს ადამიანი სიყვარულს! უსიყვარულოდ ადამიანი მხოლოდ ხორცის მოსიარულე უძლური ნაჭერია და მეტი არაფერი.

      გონება ამ რეჟიმში იმიტომ მუშაობს რომ თავის არეს არ მიწეოდება საჭირო ოდენობის ენერგია. მაგრამ რა მოხდება თუ იმდენ და იმაზე მეტ ენერგიას მივაწვდით თავის არეს ვიდრე საჭიროა?

       ამ შემთხვევაში გონება დადუმდება! ჩვენ კი პირველად ჩვენს ცხოვრებაში გავიგებთ რა არის თავისუფლება! სწორედ ამ მიზანს ემსახურება მაგიური პასები. იმიტომაც ეწოდებათ მათ - მაგიური!

    

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე,  მსურველებმა მომწერეთ მეილზე   სკაიპში ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

 

 

საწყისი გვერდი

 

 

[right.htm]

 

2015 ©