სულთან დამაკავშირებელი ხიდი
|
კითხვებზე პასუხი:
მაგიური პასები
აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით კარმა ღვიძლი და სიყვარულის პრაქტიკა
|
მოსეს ალქიმია ყველა უფლება დაცულია ©
მოსე კარგად ერკვეოდა
ეგვიპტელების მეცნიერებებში, მას გააჩნდა გარკვეულო
ცოდნა ყველაზე საიდუმლო ხელოვნების, კერძოდ მეტალების
ურთიერგარდაქმნის შესახებ. ამიტომ სულაც არ არის
გასაკვირი ის ამბავი, რომ მან გადაადნო ოქროს ხბო,
რომელიც მისმა ხალხმა, მისივე არყოფნაში თავის კერპად
აქცია, გახსნა იგი წყალში და დაალევინა მშიერ
მწყურვალთ, რითაც დააპურა ისინი. სადღესოდ კარგადაა
ცნობილი, რომ ოქრო წყალში არ იხსნება, მაგრამ მოსემ
გახსნა. მოსე ჩვენი თანამედროვე მეცნიერების მიმდევარი
რომ ყოფილიყო, ან მათი ქიმიის, ის ვერასოდეს
მოახერხებდა ამას. სწორედ ჰერმეტიული ქიმიის, ალქიმიის
საშუალებით ხდება შესაძლებელი ის, რაც თანამედროვე
მეცნიერებისათვის შეუძლებელია.
ეს ღვთიური მეცნიერება ცნობილი იყო ჩინეთში
ქრისტიანობამდე 2500 წლით ადრე. ფილოსოფოსი დემოკრიტე,
რომელიც ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე ცხოვრობდა,
დაიბადა ეგეოსის ზღვისპირა ქალაქ აბდერში. ცოდნის
შესაძენად მან ბევრი იმოგზაურა, მაგრამ მაინც არ იყო
კმაყოფილი ვიდრე ეგვიპტეში არ მოხვდა. მან იქ აღმოჩინა
არამარტო ღვთიური გეომეტრია არამეტ ფიზიკა რომელიც
ძლიერ განსხვავდებოდა ბერძნული ფიზიკისაგან. შემდგომი
მოგზაურობისას ის აგრეთვე შეხვდა ებრაელ ფილოსოფოს
ქალს მარიას, რომელიც დღემდე ითვლება ერთერთ უჭკვიანეს
ალქიმიკოს ქალად. შედეგად მან დაწერა პატარა წიგნი
"ტრაქტატი საკრალურ ხელოვნებაზე". დაბრუნების შემდეგ
ის ესაუბრა სოკრატეს, რომელმაც ეს უკანასკნელი ყველაზე
მოწინავე ფილოსოფოსად გამოაცხადა. ამის შემდეგ
დემოკრიტე განმარტოვა პატარა ნაგებობაში საკუთარ ბაღში
და დანარჩენი ცხოვრება დაუთმო ექსპერიმენტებს
მეტალებზე, მცენარეებზე და მინერალებზე. ცნობილია, რომ
ის რიყის ქვებიდან ზურმუხტებს აკეთებდა. არბილებდა
სპილოს ძვალს და მისგან ძერწავდა შესანიშნავ ფორმებს.
დემოკრიტე გარდაიცვალა 109 წლის, მან ვერ მიიღო ქვა,
რადგან ამის გამხელა ეგვიპტელებს არ სურდათ. ეს
"უკანასკნელი" საიდუმლო მას არ გაანდეს ეგვიპტელებმა.
ალქიმიის შესწავლას დიდ დროს უთმობდა კალიგულა. მან
დაამზადა ოქრო, მაგრამ მისგან სარგებელი ვერ
მიიღო(ალქიმიური ოქროს სასმისი ახანგრძლივებს
სიცოცხლეს) სიცოცხლე ვერ გაიხანგრძლივა, რადგან ამ
ხელოვნებას არ ეწერა რომში გავრცელება(ცოდნა არ ეყო და
სისუფთავე, მდაბალი ბუნების ადამიანებს ეს ცოდნა არ
გემხილებათ, მხოლოდ სისუფთავის აპოფეოზშია შესაძლებელი
მისი მიღება). საქმე იმაშია, რომ წიგნების კითხვით
ალქიმია არ ისწავლება, ამას არავითარი შედეგი არ
მოყვება, წიგნები სიმბოლურად იწერება, რომელიც უნდა
განიმარტოს წმინდა სულის მიერ. თუ მოსწავლე არ ფლობს
სულთან კონტაქტს, სული წმინდის რეინტერპრეტაციისათვის
საჭირო სისუფთავეს, ის ტყუილა გაიჯება მთელი ცხოვრება.
ასე რომ ნამდვილი ფილოსოფია არ არის ცხოვრების
ამაობაზე ფიქრი, არც მაღალ მატერიაზე საუბარი, რომელიც
ასე უყვარდათ უძველეს დროში და დღესაც ძალზედ მოდაშია,
ჭკვინაი სახით საუბარი. ნამდვილი მხოლოდ სიმბოლურად
გაემხილებათ მაძიებელთ რათა მიიღონ სტიმული სულთან
დასაახლოვებლად, დანარჩენი უკვე სულის საქმეა.
|
[right.htm] |
2015 © |