მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

 

მეომრის პოზა

ამონარიდი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

 

 

უძველეს დროში შამანები ასწავლიდნენ საკუთარ მოსწავლეებს მეომრის პოზას. სხვადასხვა კლანს განსხვავებული პოზა ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანი გულისხმობდა, რომ მეომარი წელგამართული ხვდება სიკვდილს და პირდაპირ თვალებში უყურებს მას!  შამანები მთელი ცხოვრების მანძილზე იყენებენ მეომრის პოზას და ეს ძალზე ხშირად საშუალებას აძლევს მათ გადადონ სიკვდილი....

საშუალოსტატისტიკური ადამიანი მიჩვეულია უკან დაიხიოს მცირე სირთულისა და პრობლემის დროს. ამიტომ ისინი მუდამ რჩებიან საშუალოსტატისტიკურ ადამიანად. დიდი სირთულეების გადალახვის გარეშე მაღალი სიმაღლეები არ მიიღწევა. 

ჩველებრივ ადამიანი ვერ ათვითცნობიერებს იმას, რომ სირთულის მიმართ უკან დახევა, დანებება სიკვდილის ტოლია. ეს პწარე შეცდომაა, რადგან ის, რაც მათ საშიშროებიდან, სიკვდილისაგან დაცვათ მიაჩნიათ სწორედ რომ კლავს მათ. ერთადერთი შანსი გადარჩე - არის ბოლომდე გაარკვიო რა ხდება!

მეომრის პოზა არის შინაგანი და გარეგანი სიმტკიცის მანიფესტირება, როდესაც ვერაფერი ვერ აიძულებს მეომარს უკან დაიხიოს, შედრკეს, შეშინდეს, დანებდეს.......

მეომრის პოზას ჩვეული მეომარი სიამოვნებას იღებს სირთულეებისაგან, პრობლემასთან შეჭიდებისა და მისი დაძლევისაგან. რაც უფრო დიდია პრობლემა, წინააღდეგობა, სირთულე, გამოწვევა - მით უფრო შეუპოვარი ხდება მეომარი.

უძველეს დროში არსებობდა მეომრის პოზის მთელი გალერეა. იქ წარმოდგენილნი იყვნენ შეუპოვარი თვალებანთებული მეომრები რომლებიც მზად იყვნენ შერკინებისათვის. არსებობდა სპეციალური სწავლება, პოზების, მაგიური ჟესტების სისტემა, რომლის მიზანი იყო ჩვეულებრივი მშიშარი ადამიანი ექცია შეუდრეკელ მეომრად! მოგვიანებით ამ ჟესტებს პასები ეწოდა. მაგიურ პასებში უამრავი პოზაა და თითოეული მათგანი იმ მეომრის ჟესტია - რომელიც სიკვდილის წინ დგას და მზადაა შერკინებისათვის.

 

პოზების, ჟესტების და ენერგეტიკული პასების ყოველდღიური გამეორება - სალი კლდესავით მტკიცეს ხდის ადამინის ხასიათს, ბრძოლისუნარიანობას, ენერგეტიკასა და ფიზიკურ სხეულს. ასეთი ადამიანი ყველაზე მედეგი, სიცოცხლისუნარიანი, გამძლე, მამაცი და შეუდრეკელი ორგანიზმია დედამიწაზე.  მითები და ლეგენდები უკვდავ გმირებზე, რომლებიც ღმერთების კატეგორიაში ავიდნენ სწორედ ასეთ ადამინებზეა შექმნილი.


 

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო აღმდგენი ვარჯისების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის კვირაში სამჯერ ტარდება ტრენინგი. ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე. მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში.

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

საწყისი გვერდი

 

 

 

[right.htm]

 

2015 ©