სულთან დამაკავშირებელი ხიდი
|
კითხვებზე პასუხი:
მაგიური პასები
აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით კარმა ღვიძლი და სიყვარულის პრაქტიკა
|
მაგიური მოძრაობები
სიტყვა მაგიური აღნიშნავს ამ მოძრაობებით გამოწვეულ ორგვარ ცვლილებას მათში ვინც მათ აპრაქტიკებს: - რაღაც ფაქიზი ხარისხი შემოდის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში, რაღაც ბრწყინვალება ჩნდება თვალებში. დონ ხუანმა დაარქვა ამ ბრწყინვალებას - სულის შეხება. ამ მოძრაობების საშუალებით პრაქტიკოსები აღადგენენ ჩვეულებრივ გამოუყენებელ კავშირს მათ მხარდამჭერ სასიცოცხლო ძალასთან. მაგიური მათ ეწოდებათ კიდევ იმიტომ, რომ, მათი პრაქტიკისას, მაგები გადადიოდნენ ცნობიერების ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მათ შეეძლოთ აღეთქვათ სამყარო წარმოუდგენელი სახით. .. მაგიურ პასებს მივყავართ იქამდე, რომ პრაქტიკოსი აგდებს სოციალიზაციის ნიღაბს... ეს ნიღაბი, გარე გარსია, რომელსაც ჩვენ ვიცავთ სიკვდილამდე. ეს ის ნიღაბია რომელსაც ვიძენთ ამ სამყაროში და რომელიც არ გვაძლევს საშუალებას რეალიზება გაუკეთოთ ჩვენს პოტენციალს. ის გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ უკვდავები ვართ. ეს გვადუნებს და გვაზარმაცებს, ინერტულებს გვხდის. კაცობრიობა დასდევს კეთილდღეობას, სახლებს, ურთიერთობებს, მეორე ნახევარს, წყენებს, შურისძიებას, პირველობას, მორალს, განკითხვას, განსჯას, გასამართლებას, სხეულებრიც სილამაზეს, იმიჯს, ჭორებს, სახელს და ა.შ. ის კარგავს ძვირფას დროს, მაშინ როდესაც ყოველი წუთი ძვირფასია. უზრუნველი ცხოვრება, ყოველგვარი განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე, თავის ზედმეტად არ შეწუხება, ზედმეტი კითხვების არ დასმა და პასუხების არ ძიება - ეს უკვდავთა ხვედრია. მაგრამ ასეთი მიდგომით სხეული კვდება, მეხსიერება იშლება და რჩება სრული იმედგაცრუბა..... მაგიური პასების ფიზიკური ეფექტი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ენერგიის მაქსიმალური რაოდენობა. ამას უზრუნველყოფენ მაგიური პასების გრძელი ფორმები, მაგრამ ძველ მაგებს სხვა ეფექტებიც აინტერესებდათ და ამიტომ გრძელი ფორმები დაყვეს სათითაო მოძრაობებათ. პრაქტიკის ასეთ მეთოდს დაერქვა "იაგურის ბრდღვინვა ღამის წყვდიადში". ამ მეთოდს გააჩნია ზღვავის ეფექტი და მხოლოდ მხედველმა პრაქტიკოსებმა იციან ამის შესახებ. ძველი მაგების დროს ამ მოძრაობებს მოსწავლე ან მარტო ასრულებდა ან მაგიურ ჯგუფთან ერთად. მარტო ძნელია შესწავლა და ყოველდღიური ვარჯიში, მაშინ როდესაც ჯგუფი ხელს უწყობს ათვისებას და ნების მობილიზებას სავარჯიშოთ. ჩვენს ეპოქაში მრავალ მიზეზთა გამო ჯგუფური ტრენინგი უპირატესია და ხშირად ერთადერთი შესაძლებელი, რადგან მარტო ეულად ტრენინგი ძალზედ ძნელია ჩადგმული ობიექტისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. ერთადერთი - ჯგუფში არ უნდა იქნას დაშვებული იერარქიული ურთიერთობები, ამას მაგები ყოველთვის გაურბოდნენ რადგან ეს სოციალიზაციის ნაწილია... თანამედროვე ახლად მოსული მოსწავლეები მაგიურ პასებთან პირველი შეხებისას, დასაწყისში განიცდიან იგივეს რასაც განიცდიდნენ ძველი მაგები ამ მოძრაობებთან შეხებისას, ისინი შეცბუნებულები და დაბნეულები არიან მოძრაობათა ასეთი მრავალფეროვნებით და ოდენობით. ისინი ვერ იგებენ მოძრაობათა არსს და შესრულების მანერას, ამიტომ მათი უმრავლესობა მეორე ტრენინგზე აღარ მოდის, თვლიან რომ ეს მათი არ არის. ამ ადამინების სოციალიზაცია, ლოგიკური წრფივი აზროვნების და მოქმედების ალგორითმი იმდენადაა გამჯდარი მათში, რომ მკვეთრად განსხვავებულ, მაგიურ, ძალის მოძრაობებს შანსს არ უტოვებენ იმოქმედონ მათზე დღითიდღე და შეცვალონ ისინი. ეს ადამიანები უბრალოდ მიდიან პირველივე ვარჯიშის მერე. ეს მომენტი ადრეც ესე იყო, ამიტომ ზე კატეგორიის ადამინები არასოდეს იყვნენ ბევრნი. მხოლოდ უკვდავების ილუზიაში ჩავარდნილი ადამიანი აძლევს საკუთარ თავს უფლებას შეხვდეს მაგიური მოძრაობების შესწავლის უნიკალურ შანსს და ასე ხელაღებით უარი თქვას მასზე. მაგიური პასები არ წარმოადგენენ ფიზიკური სხეულის სტანდარტული განვითარების ტრენინგს, არამეტ ფიზიკური სხეულის განვითარებს არის მხოლოდ თანამდევი ეფექტი ენერგეტიკული სხეულის - ორეულის განვითარებისა. ამ მოძრაობებს პრაქტიკოსი გაჰყავთ გაცნობიერების ისეთ სიმაღლეზე, რომელშიც ტრადიციული ნორმალური აღქმის საზღვრები ფართოვდება. ამის წყალობით პრაქტიკოსები აღწევენ წარმოუდგენელ სამყაროებში, რომლებიც ისეთივე რეალური არიან, როგორი რეალურიცაა ჩვენი სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ. მორალური, ინტელექტუალური და ფიზიკური დაცემა, უძლურება, რომელშიც ვცხოვრობთ შედეგია, გამოწვეულია, მოგზაურობაზე უარის თქმმით. სხვა სამყაროებში მოგზაურობის გარეშე ჩვენ ვგავართ გალიაში დამწყვდეულ ლომებს რომლებიც კარგავენ არსებობის ნაპერწკალს, ჟინს, სასიცოცხლო ძალას და ემსგავსებიან მოშვებულ ინერტულ მასას. სოციალიზაცია ქმნის მოძრაობის "მოგზაურობის" ილუზიას, მაშინ როდესაც ეს სხვა რაფერია თუ არა გალიაში ტრიალი. ამ მოძრაობების შესრულებისას ბოლოსდაბოლოს თქვენ მიაღწევთ იგივე შედეგს რასაც აღწევდნენ ძველი მაგები - შინაგან მდუმარებას, სიჩუმეს და უკვე ამ მდგომარეობიდან გადაწყვეტთ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. მაგიური პასები გონებას ავსებს მდუმარებით, რაც თავისუფლების აქტია მუდმივი გონებრივი დიქტატის და შინაგანი დიალოგის პირობებში. მაგიური პასების დაუღალავი პრაქტიკის შედეგად მოსწავლეს ზედაპირზე ამოქვს თავისი დაფარული ნიჭები უნარები და პოტენციალი, ისინი რბილად არღვევენ წრფივი გამუდმებული ინტერპრეტაციის თავსმოხვეულ სისტემას. მოძრაობები აიძულებენ პრაქტიკოს შევიდეს შინაგან მდუმარებაში და აღიდგინოს ოდესღაც შეწყვეტილი მოგზაურობა. G.K.
საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე -- მსურველებმა მომწერეთ სკაიპში ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/
|
[right.htm] |
2015 © |