სულთან დამაკავშირებელი ხიდი
|
კითხვებზე პასუხი:
მაგიური პასები
აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით კარმა ღვიძლი და სიყვარულის პრაქტიკა
|
კავკასიური იოგა ყველა უფლება დაცულია ©
კითხვა: - გამარჯობა. კავკასიურ იოგაზე თუ გსმენიათ და ამ იოგით პრაქტიკა თუ არის შედეგიანი? პასუხი ოლმეკი(გიორგი): - კავკასიური იოგა ვინც დაწერა იზოტოპების ქარხანაში მუშაობდა. მერე რუსეთში წავიდა. ეგ ყველაფერი ჭორის დონეზეა. სადღაც რაღაცა ვიღაცამ გაიგო, იპოვა და ა.შ. ეს ყველაფერი არასრულია და მაგის პრაქტიკა არ გამოვა. ცოდნა მიიღება სხეულს გარეთ, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინაა. ამიტომ მხოლოდ პოპულიზმიღა დარჩა. ან თუნდა იოგას ნებისმიერ განხრას თუ ავიღებთ, მაგალითად ჰა-თჰა, კუნდალინი იოგა, კრიია და სხვა რაც დღეს პოპულარულია, ეს ყველაფერი უსარგებლოა, რადგან ისინი დაყვანილ იქნა ფიტნესამდე, რაღაც ლოგიკურ მარტივ ვარჯიშებამდე, სუნთქვამდე ან მსგავსი. ევროპაში, საქარველოში, ამერიკაში და თავად ინდოეთშიც კი, ნამდვილი თითქმის არავინაა, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი და არცერთი მათგანი საჯაროდ არ ასწავლის, მათთან ვერ მოხვდები. რა თქმა უნდა ფიზიკურ სხეულს ზოგიერთი ვარჯიში წაადგება(ყველა არა), მაგრამ ეს მხოლოდ სისხლის მიმოქცევის და გაწელვის დონეზე. მთავარი რასაც წარმოადგებს იოგა დაკარგულია. დაიკარგა იმიტომ რომ არავის ჭირდება ასე ღრმა ცოდნა, კვლევა, მიღწევა, გმირული სულისკვეთებით ცოდნის მოპოვება. ყველა ინსტრუქტორს ჭკვიანი სახე უჭირავს და საუბრობს მაგრამ ეს მხოლოდ თამაშია, ისინიც სიმარტივეს ეძებენ, სახელს, სამუშაოს ფარგლებში აინტერესებთ მხოლოდ. გასახდომათ და ტანის დასაყენებლად ჭირდებათ იოგა დღეს და სატრაბახოთ - სულ ესაა. ამიტომ იოგა აღარ არის. ყველაფრის არდგენა შესაძლებელია, ამისათვის სულში კვლევაა საჭირო და არა გარეთ, ნამდვილი მაძიებელია საჭირო, მაგრამ ნამდვილი ყველაფერი უიშვიათესია. აი ესაა რკინის ხანა, დაჟანგული ანგელოზების ერა. კითხვა: - ძალიან დამაინტერესა ეს გზა როგორ აირჩიეთ, როგორ შემოვიდა ეს თემები და ასე როგორ მიყევით, ამას რომ უძღვნით თქვენს ცხოვრებას. მეც ვთვლი, რომ სიგიჟით სავსე და სულიერად ღარიბ პლანეტაზე ვართ, მაგრამ მაინც რთულია ასეთ გადაწყვეტილებას ასე გაყვე ზოგადი დინების ფონზე. ასევე, თუ გყოლიათ მასწავლებელი ფიზიკურ პლანზე. და ზოგადად, თქვენ მიაგენით ამ გზას თუ ამ გზამ გიპოვნათ და როგორ? პასუხი ოლმეკი(გიორგი): - წიგნებში აღვწერე ჩემი გზა. თუ წაიკითხავთ კარგია. ფიზიკურ პლანზე მასწავლებელი არ მყოლია. მე "გავედი" იმ პლანზე სადაც შესაძლებელია მასწავლებელთან კონტაქტი. ამას ქვია, რომ მოსწავლე მზადაა. თეორიულად ფიზიკურ პლანზეც შესაძლებელია მასწავლებლის პოვნა, მაგრამ მხოლოდ თეორიულად, რადგან ასეთი სულ რამოდენიმეა რვა მილიარდ ადამიანზე. არცერთი მათგანი არ ასწავლის ღიად. მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლე ყავთ ფიზიკურ პლანზე. მოსწავლე მიდის ყოველთვის მასწავლებელთან, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელი მოდის. მოსწავლე როდესაც მივა მასწავლებელთან, მაშინაა ის მზად. მოსწავლეს უარი უნდა უთხრა და ის უნდა წავიდეს თუ უღირსია. მაგრამ ყველა არ წავა. ამ ყველაფერს თავისი წესები აქვს, მთელი პროცესია, რომელსაც ამაყი ადამიანი ვერასოდეს გაივლის. ეზოთერულ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/kitxvebi ალქიმიის შესახებ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/alqimia ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek სიახლე გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი "სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვიდა ჩემი მეორე ახალი წიგნი "შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვეცი მესამე წიგნი "სინათლის სხეულის გეომეტრია - ზეადამიანები" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვეცი ალქიმიის მიმართულების პირველი წიგნი ალქიმია - ოქროს საწმისი შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
სულ პირველი ყველაზე ადრე გამოცემული ჩემი რუსული წიგნი "СНО - ВИДЯЩИЙ"შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763 გამოვიდა ჩემი მეხუთე წიგნი "აშრამის გაკვეთილები". შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეიბუკზე პირადში, მესენჯერში
მრავალი წლის წინ გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი სიზმარხილვის შესახებ რუსულ ენაზე "Сно - видящий". შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეიბუკზე პირადში, მესენჯერში
ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek ტელეგრამი https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy
|
[right.htm] |
2015 © |