მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

 

კარმის აღმოფხვრა

 

 

   სულიერი პრაქტიკის საწყისი ეტაპი წარმოადგენს კარმის გაწონასწორებას, ხოლო მოგვიანებით მის სრულ აღმოფხვრას. კარმის გაუწონასწორებლობა მჟღავნდება როგორც გაუწონასწორებლობა აზროვნებაში, ემოციებში, გრძნობებში, ხასიათში, პიროვნულ რეაქციებში და ქცევებში. თავის მხრივ ეს გადამეტებები ქმნიან მომავალ კარმას.

          მაძიებელნი მიჩვეული არიან იფიქრონ კარმის გაწონასწორებაზე სიკეთის მეშვეობით, კეთილი საქმეებითა და ქცევით, მაგრამ ეს მაძიებლის დონეა და არა მოსწავლის, რადგან სერიოზულმა მოსწავლემ იცის, რომ მხოლოდ ამ საშუალებებით კარმის გაწონასწორებასა და აღმოფხვრას ათასწლეულები დასჭირდება. კარმა მილიონობით წლები ილექება და მის გასუფთავებას ძალზედ სერიოზული მუშაობა ჭირდება. ამ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი მაგიური პასების ტრენინგზე გადის!

      კარგი სიტყვა პასუხი, კეთილი საქმეები და ა.შ. ეს არის კარმაზე მუშაობის ფსიქოლოგიური საფუძვლები, და მას თავისი შედეგები მოაქვს, მაშინ როდესაც ჩვენ აგრეთვე ძალიან გვჭირდება ენერგეტიკული მიდგომა. ფსიქოლოგიური საფუძვლები მოქმედებენ ენერგეტიკაზე, ხოლო ენერგეტიკული საფუძვლები მოქმედებენ ფიზიკურ სხეულზე, ეთერულ სხეულზე ასტრალზე, მენტალზე და ა.შ. აგრეთვე ცენტრებზე, ჯირკვლებზე, ცნობიერებაზე, ენერგიის გადანაწილების ხარისხზე, ოდენობაზე, ცნობიერების ხარისხზე, აღქმის ხარისხზე, ნიჭებზე, უნარებზე, შესაძლებლობებზე და ა.შ.

      მაგიურ პასებს აქვთ უნარი ხუთ წელიწადში აღმოფხვრან იმდენი კარმა რამდენსაც ფსიქოლოგიური მიდგომით მოუნდებოდით მინიმუმ 250 წელი, ეს საშუალო ტრენინგის პირობებში, ხოლო მაგიური პასების ინტენსიური ტრენინგი, აღმოფხვრის იმდენს, რასაც ფსიქოლოგიური მიდგომით მინიმუმ 2500 წელს მოანდომებდით... ამიტომ მაგიური პასების პრაქტიკის გარეშე ერთ ცხოვრებაში კარმის სრული აღმოფხვრა მეტად ძნელი საქმეა.

         თუ მაძიებელს აწუხებს ფიზიკური სხეული, ღვიძლი, ელენთა და ა.შ. აქვს ნევროზი, არ იცავს კვების რეჟიმს და წესს, არ ზღუდავს უმკაცრესად სექსს, და ა.შ.  თუ არ შეუძლია თავის შეკავება გაბრაზებისაგან ტყუილის დროს, როდესაც დასცინიან, აქილიკებენ, შეურაწყოფას აყენებენ და ა.შ. მაშინ ესეთი მაძიებელი ჯერ კიდევ აგროვებს კარმას.

          მაგიური პასები თავისი გამანადგურებელი "დარტყმებით" შლიან კარმიულ ენერგეტიკულ მასივებს, ანგრევენ მაძიებლის ადამიანურ "დანაშაულებრივ", სუსტ, უნებისყოფო, მლიქვნელ, საცოდავ, ცდუნებებით აღსავსე ფსიქოენერგეტიკულ ფორმას და ქმნიან, ჭედავენ მისგან ახალ, ზემტკიცე, უშიშარ, ძლიერ, უდრეკ, სიცოცხლისუნარიან, სულისათვის მისაღებ ფორმას. შედეგად უკვე მოსწავლის ფიზიკური სხეული წარმოადგენს სულ სხვა პარამეტრების მქონე მუტირებულ მატერიას, რომელიც ნახევრად სხეული ნახევრად ენერგიაა, ეს გრძელდება მანამ სანამ ის 100% ით არ შეიძენს ენერგიის პარამეტრებს... და შედეგად შეძლებს იგივე მანიპულაციების ჩატარებას რაც ძალუძს ორეულს! ამ შედეგის მისაღწევად წარმოუდგენელი შრომაა საჭირო, თავდაუზოგავი ტრენინგი, მაგრამ ასეთია მოსწავლის ცხოვრება და თუ ვინმე თვლის, სულისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა ადვილია და იავარდებით მოფენილი, მაშინ ის ჯერ მზად არაა ამ გზისთვის!!! 

თუ რომელიმე თქვენგანი წყობილებიდან გამოდის, ბრაზდება, ცდუნდება და ყოველივე ამაში სხვას ადანაშაულებს, მაშინ თქვენ ამ გზას ვერ გაივლით, მართალია დარწმუნებული იქნებით, რომ სწორედ მოიქეცით, რომ ესე იყო საჭირო, რომ გაბრაზება ხანდახან საჭიროა, მაგრამ ეს პოზიცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ მზად არ ხართ და ისევ კარმის დაგროვებაზე ხართ ორიენტირებული. სულიერი წინსვლა იწყება დაშვებით, რომ შეიძლება თქვენ ცდებით და საჭირო არ იყო კიდევ ერთხელ გაბრაზება, ცდუნება, ადგილის მიჩენა, სამაგიერო და თქვენთვის ძვირფასი არასწორი პრინციპების დაცვა...... სანამ პიროვნულზე და პიროვნებაზე გექნებათ რეაქცია თქვენი კარმა იზრდება.....

ყველაზე ცუდი ის არის რომ ასეთ მაძიებელს მაგიური პასების ტრენინგზეც პიროვნული რეაქცია აქვს და შედეგად არ შეუძლია ხანგრძლივი დისციპლინირებული სისტემატიური ტრენინგი.... მაგრამ თუ საკუთარ თავს გადაძალავს, გმირული თავგანწირვით შეუდგება ტრენინგს, მაშინ იპოვის იმას რაზეც არასოდეს უოცნებია, აღმატებულ, ზე მდგომარეობა ყოფას, სულის ფორმას!

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის კვირაში სამჯერ ტარდება ტრენინგი. ტრენინგი გრზელდება 4 საათის მანძილზე. მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში.

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

საწყისი გვერდი

[right.htm]

 

2015 ©