მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

Tensegrity Magical passes

კარმა ღვიძლი და სიყვარულის პრაქტიკა

ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

 

      ღვიძლი ორი საათით ადრე ემზადება საკვების გადასაუშავებლად, ანუ მან 2 საათით ადრე იცის რას მიირთმევს ადამიანი. ეს წარმოუდგენელია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ სავსებით შესაძლებელი. ადამიანმა ქვეცნობიერად ყველაფერი იცის. (ვინც ლექციებს ესწრება, მათთვის გასაგებია რომ ადამიანის ენერგეტიკული სხეულის პირველი სქემა იძლევა საშუალებას იცოდე ყველაფერი "წინასწარ").

    როგორც უკვე აღვნიშნეთ ღვიძლი ფილტრავს საკვებს და ამზადებს მას ორგანიზმისათვის, აცილებს რა შხამებს და ორგანიზმისათვის მომწამლავ ნივთიერებებს. თუ უფრო ღრმად შვისწავლით ღვიძლის ფუნქციონირებას და თანაც შეგვიძლია ენერგიის ხედვა, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ღვიძლი ასუფთავებს არამარტო საკვებს, არამეტ ემოციებსაც, აზრებსაც - ანუ ინფორმაციასაც. ესეიგი გამოდის რომ რაც უფრო ძლიერი და ჯანმრთელია ღვიძლი, მით უფრო მშვიდი და გაწონასწორებულია ადამინი.

     ჯანმრთელი ღვიძლი გარკვეულ წილად ანაწილებს პრიორიტეტებს, იდეურ მორევში გამოყოფს ოპტიმისტურ, ძლიერ, ჭეშმარიტ იდეებს და უგულვებელყოფს დამანგრეველ, მდაბალ აზრებსა და ემოციებს...

     როგორც უკვე აღვნიშნე ღვიძლი ფუნქციონირებს დროის მიღმა რეჟიმში, ანუ მისთვის ღიაა აწმოყო წარსული და მომავალი(ადამიანის ენერგეტიკული სხეულის პირველი სქემა). შედეგად იგი ფილტრავს ინფორმაციას მაგრამ თავადაც დამოკიდებულია ინფორმაციასა და აზროვნება განცდის სისუფთავეზე.

     თუ ადამიანი სუსტი ღვიძლის გამო ხშირად მიეცემა მდაბალ აზრებს, ემოციებსა და განცდებს, ღვიძლი მყისიერად "ჭვრეტს" შესაძლო მომავალს და გადადის შესაბამმის მდგომარეობაში, ანუ დაავადების სახით აჩვენებს პატრონს, რომ პრიორიტეტები არასწორია და შედეგი ისეთივე დამანგრეველი იქნება როგორ დღეშიც(განცდებშიც) ის არის ამჟამად. ესეიგი ღვიძლი ამავე დროს გარკვეული ინდიკატორიცაა, მომავალში მოსალოდნელი, შესაძლო მოვლენებისა და მდგომარეობის ინდიკატორი.

    ღვიძლი კავშირშია კარმასთან, ანუ წარსულის შეცდომებთან. თუ ადამიანი იმეორებს წარსულის შეცდომებს(უსიყვარულო მდგომარეობებს), მაშინ ღვიძლი პირველი რეაგირებს ამაზე, გაცილებით ადრე ვიდრე ყველა სხვა ორგანო. ღვიძლს დროებით გადაჰყავს მთელი ორგანიზმი იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო, ამ ადამინის წარსული ცხოვრების სხეულის ორგანიზმი, ამ შეცდომის დაშვების დროს.....  ეს გაფრთხილებაა - თუ ადამიანი არ წავა სხვა გზით, სხვა პრიორიტეტებით, მაშინ მას გაუცოცხლდება წარსული ინკარნაციის დავადებანი, იმიტომ რომ ის უშვებს იგივე შეცდომას და შესაბამისად ამზადებს ნიადაგს წარსულში დათესილ დაავადებათა აღმოსაცენებლად... 

     ღვიძლი ერთგვარი ჰაბია, მეკავშირე, წარსულს აწმყოსა და მომავლს შორის. ის ცდილობს წინასწარ შეამზადოს ადამიანი მოსალოდნელი მდგომარებისადმი, მოვლენებისადმი.... როდესაც ღვიძლი ძლიერი და ჯანმრთელია, ის ატარებს მხოლოდ ჯანმრთელ, ძლიერ, ჰარმონიულ იდეებსა და ემოცია აზრებს, დანარჩენს კი ფილტრავს, ანუ დანარჩენი რჩება ქვეცნობიერში... ასეთი ადამიანი ოპტიმისტია, ძლიერი ხასიათის, იმედიანი, მცდელი, დაუღალავი, ხალისიანი, მხიარული, დაუმარცხებელი, არასდროს ნებდება, კეთილი და მშვიდი...

     არსებობს პრაქტიკა რომელიც მეტად უხდება ღვიძლს და მას სიყვარულის პრაქტიკა ეწოდება. სიყვარულის პრაქტიკის მთავარი პლათფორმა წარმოადგენს სიყვარულის გაგზავნის მოქმედებას. ანუ ადამიანი სიყვარულს აგზავნის წარსულში აწმყოსა და მომავალში ყველა იმ ადამიანთან ვისაც იცნობდა იცნობს ან გაიცნობს. როგორც უკვე გითხარით ღვიძლი ერთგვარი ჰაბია, მეკავშირე, ინფორმაციის, ენერგიის, აზრების, იდეების, მდგომარეობების გამტარი, მეკავშირე და გამფილტრავი. სიყვარულის პრაქტიკა ასუფთავებს აწმყოს წარსულსა და მომავალს, არხებს, კავშირებს - ათანხმებს რა ამ სამივე დროს ერთმანეთათან ისე, რომ ჰარმონიული ინფორმაცია და მოვლენები მოიზიდოს... შდეგად ღვიძლი არამარტო აღარ იტვირთება, არამეტ გადადის ზე-შეასაძლებლობების რეჟიმში და აღდგება რა თვითონ - აღადგენს მთელ ორგანიზმსაც ...

      აღმდგენი ვარჯიშები, სიყვარულის პრაქტიკასთან ერთად უზომოდ აძლიერებენ ღვიძლს, აღადგენენ მას საწყის ჰარმონიამდე და ნელნელა უშვებენ ზე-ფუნქციონირების ღვთიურ რეჟიმში....ზე-ფუნქციონირებადი ღვიძლი აძლიერებს ადამინის შესაძლებლობებს ზე-შესაძლებლობებამდე... აღმდგენი ვარჯიშები აძლიერებენ ღვიძლს კარმიული ენერგიის ხარჯზე, ანუ მოძრაობები არადგენენ კარმიულ ენერგიას საწყის ღვთიურ სტატუსამდე რაც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს..

 

 საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე - მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru   ,   სკაიპში olmeki1 ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

    

 

     საწყისი გვერდი

 

[right.htm]

 

2015 ©