მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

გურუ

კაცობრიობის ძველი მტერი

თ ე ო რ ი ა

მაგიური მოძრაობები

ეთერული ბადე

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეულიენერგეტიკული კონფიგურაცია

მაგიური პასები დევები და პიტრები

მსხვერპლი

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

დემონები

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე

 


პ რ ა ქ ტ ი კ ა

ყელის ენერგეტიკული ცენტრის შევსება ენერგიით

იაგუარი ფხაჭნის ენერგიას

ავაზას ნახტომი

მარცხენა და მარჯვენა სხეულის ენერგიების შერევა

სერია - მორბენალი ადამიანი


მაგიური პასები

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

ყველა უფლება დაცულია

კაცობრიობის ძველი მტერი

 

 

უამრავი ადამიანი კითხულობს რელიგიურ წიგნებს, ეზოთერულ ლიტერატურას,მხატრულ ნაწარმოებებს, იცის ბოროტებისა და სიკეთის შესახებ, მაგრამ არცერთი მათგანი იშვიათი გამონაკლისების გარდა საკუთარ თავს არ მიაკუთვნებს წყვდიადს. ერთი შეხედვით სამყარო სავსეა "კეთილი და ნათელი " ქალებითა და კაცებით, თუმცა რატომღაც ყველა იტანჯება და რეალობა არც ისე ნათელია.

მართალია ყველა კეთილი, ნათელი და ფუმფულაა, მაგრამ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეს უფრო ბრძოლაა, ჭიდილი, გაავებული დაპირისპირება.

მაინც სად არის კაცობრიობის ძველი მტერი თუ ყველა ნათელია? ჩვენ ხომ საკუთარი თავი ცამდე მართალი გვგონია?

მშობლები კარგები არიან თუმცა უჭირთ საკუთარ შვილებთან საუბარი საყვედურებისა და აგრესიის გარეშე. ოჯახის წევრებიც კარგები არიან, მაგრამ უამრავი პრეტენზია, წყენა და აუტანლობა აქვთ დაგროვილი ერთმანეთის მიმართ. სამსახურში კოლეგები ერთმანეთს უღიმიან, ვითომ ზრუნავენ, მაგრამ შურით არიან აღვსილნი და მიზეზს ეძებენ რომ ფეხი დაუდონ კოლეგას.

არსად არ არის დათმობა, სიყვარული, გულღიაობა, რაინდობა, არცერთ საზოგადოებრივ, საერო, სოციალურ თუ სხვა ინსტიტუციაში. ყველაფერი იშლება და ინგრევა. ეს იმიტომ ხდება, რომ პრობლემა წყობაში, თეორიაში, ინსტიტუციაში ან ორგანიზებაში კი არ არის, არამეტ ადამიანშია.

ველი მტერი ჩვენს შიგნითაა, ის არასოდეს არსად არ წასულა. ის ჩვენს შიგნითაა და მუდამ გვაბრაზებს, გვაგულისებს, გვაამაყებს, გვაამპარტავნებს, გვინერგავს ქედმაღლობას, განკითვისადმი ჟინს, უპატიებლობას, აგრესიულობას, ცხოველურ ინსტინქტებს, შიშებს და უთვალავ ეჭვს.

დამიანები დაობენ თეორიებზე, თითოეულ სიტყვაზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ყოფით პრობლემებზე, მამა შვილობაზე, მომავალზე, წარსულზე და ა.შ. ჩხუბობენ, მზად არიან ყელში ეცნენ ერთმანეთს.

ძველ მტერს არასოდეს სძინავს ჩვენს შიგნით, ის მუდამ მზადაა წამოიწყოს ახალი ბრძოლა, ომი, შეუტიოს, განიკითხოს, გაასამართლოს და დასაჯოს. მშობლები შვილებს სჯიან, შვილები მშობლებს, მეზობლები ერთმანეთს, იგივეს აკეთებენ ნათესავები, კოლეგები, შეყვარებულები, ყველგან ერთი და იგივეა აზრებშიც და ქმედებაშიც, შეტევა, დასჯა, განკითხვა, დამნაშავის ძიება... ძველ მტერს არ სძინავს ის გამუდმებით უტევს შიგნით თუ გარეთ, აზრებით, სიტყვებით და საქმით.

ეხლა ამას წაიკითხავთ და იფიქრებთ ხო ესეა, ზუსტად ეგრეა, მაგრამ არასოდეს დაუშვებთ, რომ თქვენც ამას აკეთებთ, ყოველდღიურად, და ეს მტერი თქვენს შიგნითაა. აი ესაა ამპარტავნება!

გამოფხიზლდით! თქვენი ყოველი გაბრაზება მისი მოქმედებაა თქვენში, ყოველი შური, წყენა, განკითხვა, აგრესია, უკმაყოფილება, ეჭვი.... ამ დროს თქვენ ის ხართ, კაცობრიობის ძველი მტერი!

ადაამიანები წლობით არიან უკმაყოფილოები შვილებზე, მშობლებზე, მეზობლებზე, მეგობრებზე,  კოლეგებზე, ოჯახის წევრებზე და ა.შ. მთელი ეს წლები თქვენ გამოხატავთ და ემორჩილებით კაცობრიობის ძველ მტერს. ეს თქვენი არჩევანია და მას ყოველწუთიერად აკეთებთ, ყოველ აზრთან ერთად, ყოველ დიალოგში, ურთიერთობაში, მოქმედებაში. თქვენ ძალზედ ხშირად ირჩევთ წყვდიადს, სიბნელეს, დაღუპვას, გახრწნას.....აი საიდან მოდის დაავადებები, უიღბლობა, სიბერე.....თქვენ საკუთარ სულს ყიდით ყოველი გაბრაზებისას!

ჯოჯოხეთი სავსეა "კეთილი სათნო და უდანაშაულო" ადამიანებით, რომელთაც ვერაფრით ვერ გაიგეს რატომ არიან ჯოჯოხეთში. გარშემო ჯოჯოხეთია, თქვენ კი კეთილი და ფუმფულა ხართ, მაშ აქ რა გინდათ? როგორ მოხვდით ამ გაუგებრობაში? შემთხვევით? ვიღაცას შეეშალა და მარტო ამიტომ?  იქნებ არავის არაფერი არ შეშლია და თქვენ ზუსტად იქ ხართ რაც შეგეფერებათ, თუ წყვდიადს ემსახურებით ყოველდღე მაშ სად უნდა იყოთ თუ არა ჯოჯოხეთში?

ამ სენისაგან, შეპყრობისაგან განთავისუფლებას ბევრი შრომა უნდა, რკინის დისციპლინა, გმირობა, თავდადება, სიმამაცე.

ჯერ სენი უნდა დაინახო, მერე შეუდგე მის აღმოფხვრას ცხოვრების სწორი წესით, სწორი აზროვნებით, უჩვეულო პრაქტიკებით, სწორი მსოფლმხედველობით, სიყვარულის პრაქტიკით, სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით და ა.შ.

ეს ადვილი არ არის, ეს სიკვდილის ზღვარზე არსებული ბრძოლაა საკუთარი სულის მოსაპოვებლად და უძველესი მტრის განსადევნათ.

გამოფხიზლდით, ყველაფერი იწყება საკუთარი თავის სწორად შეფასებით. სანამ გგონიათ რომ კარგი ადამიანი ხართ, ფუმფულა და სათნო მანამდე არაფერი გამოვა.

G.K.

https://www.facebook.com/giorgi.olmek

 

 

[right.htm]

 

2015 ©