მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

გურუ

თ ე ო რ ი ა

მაგიური მოძრაობები

ეთერული ბადე

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეულიენერგეტიკული კონფიგურაცია

მაგიური პასები დევები და პიტრები

მსხვერპლი

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

დემონები

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე

 


პ რ ა ქ ტ ი კ ა

ყელის ენერგეტიკული ცენტრის შევსება ენერგიით

იაგუარი ფხაჭნის ენერგიას

ავაზას ნახტომი

მარცხენა და მარჯვენა სხეულის ენერგიების შერევა

სერია - მორბენალი ადამიანი


მაგიური პასები

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

გ უ რ უ

ყველა უფლება დაცულია

 ©

გურუ ეწოდება სულიერ მასწავლებელს, საიდუმლოში შეყვანილს, სულთან თანაზიარ ღმერთის შვილს. ჭშმარიტი გურუ ცდილობს მოსწავლეებს დაანახოს, სამყაროს ილუზორულობა, ცვალებადობა, დამოკიდებულება სუბიექტზე. უამრავ ეზოთერულ სკოლაში ყოველდღიურად ისმის გურუ, მაგრამ ამ სიტყვის მნიშვნელობა არავის ესმის.

გუ - აღნიშნავს წყვდიადს, უგუნურებას, მკვდარს.

რუ - აღნიშნავს სინათლეს, გასხივოსნებას, ცოცხალს.

გურუ არის ადამიანი რომელმაც გაიარა გზა წყვდიადიდან ღმერთის სინათლემდე, იყო მკვდარი და აღსდგა, უგუნური იყო და გახდა ბრძენი.

გურუ არ ეწოდება ადამიანს რომელმაც უბრალოდ ბევრი წიგნი წაიკითხა, არც იმას ვინც ბევრ სულიერ წრეზე, ჯგუფში და მასწავლებელთან იარა. არც ის არის გურუ ვინც ხალხი შეკრიბა და სულიერებაზე საუბრობს. ჭეშმარიტი გურუ თავიდან ბოლომდე გადის გზას. ის იყო მკვდარი, უგუნური და წყვდიადით მოცული, ისევე როგორც ყველა, მაგრამ შეძლო გაევლო გრძელი გზა სინათლისაკენ, ღმერთისაკენ, მოიპოვა საკუთარი სული და მისი სიბრძნე.

როგორც წესი გურუს წარმოუდგენალად რთული ცხიოვრება ჰქონდა, წინააღმდეგობებით აღსავსე, გმირობებით გაჯერებული. მას უამრავი იარა აქვს, მაგრამ იარები არის გურუს მშვენება. როგორც წესი ეს ადამიანი შეუპოვარია, შეუდრეკელი, ის არასოდეს ნებდება, არ ტყდება და ყოველთვის ახერხებს წამოდგეს. რა თქმა უნდა გურუ სწავლის პროცესში უშვებდა უამრავ შეცდომას, ისევე როგორც ყველა, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა წამოდგომას და გაორმაგებული ძალისხმევით ისევ მიჰქონდა იერიში ასაღებ ციხე სიმაღლეზე. ამ შეცდომათა გამო ბევრჯერ იდგა სიკვდილის პირას და ღმერთმა არასოდეს მიატოვა ის გასაჭირში. გურუ ღმერთის მუდმივ თანდასწრებასა და მხარდაჭერას გრძნობს ამიტომ მისი სიტყვა მტკიცეა და რწმენით აღსავსე.

გურუ მიჩვეულია იმოქმედოს სულის კარნახით და სრული იგნორირება გაუწიოს სოციუმისა და ადამინების ეგო-ს მოთხოვნებს, თხოვნებს და მუქარას. ის ხედავს ჭეშმარიტებას, ილუზიას, გაუღვიძებელ ადამიანებს და მათ მკვდარ აზროვნებას, სოციუმს მკვდრებით გაჯერებულს, აგრესიულს და სულის უარმყოფელს.

გურუ მებადურს ჰგავს რომელიც მღვრიე, ბიმძურ, მკვდარ წყალში ცდილობს ოქროს თევზის დაჭერას. ეს ოქროს თევზი პოტენციური მოსწავლეა რომელიც მან უნდა გაწვრთნას ვიდრე მკვდარი არ გაცოცხლდება, ვიდრე წყვდიადი არ განათდება და ვიდრე მოსწავლის აგრესიული, შიშით არსავსე და ეჭვიანი თვალები სიყვარულითა და სიკეთით არ დაიწმინდება. ეს უდიდესი ტიტანური შრომაა. 

    ამ დროს კი პოტენციური მაძიებელი ხვდება რა გურუსთან, ის ხედავს ვინმე ადამიანს რომელიც რაღაც ჭკვიანურ ფრაზებს ისვრის, გაუგონარი თავდაჯერებულობით, სიმტკიცით, რომელიც არ იღებს მაძიებლის პრეტენზიებს, მის ეჭვებს, სიზარმაცეს, არ იზიარებს შიშებს. მაძიებელი ცდილობს თავი გაასაღოს ბევრის მცოდნედ, ჭკვიანად, გამოცდილად, თუ არ გამოსდის ეს მერე ცდილობს თავი შეაცოდოს, რომ არ შეუძლია, ძნელია, ზარმაცია და ა.შ. ამანაც თუ არ გაჭრა ბოლოს გადადის ფარულ თუ ღია მუქარაზე.

ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ მაძიებელს არ უნდა რეალური ცვლილება, შრომა, გმირობა, თავდადება, მას სურს იმ ილუზიის თაყვანისცემა რომლის მიხედვითაც ის ისედაც შრომობს, გმირია, თავდადებულია, განსწავლულია და გამოცდილია, და ავტორიტეტები არ სჭირდება, ვერავინ დააძალებს რაიმეს კეთებას.

ეს მიდგომები ყველა მაძიებელში მეტნაკლებადაა. ამავე დროს გურუს წინაშე დგას ამოცანა აუხსნას მაძიებელს ურთულესი სულიერი საკითხები, რომლთა განჭვრეტა მოითხოვს ბევრ სიყვარულს. მაგრამ მაძიებელი ეწინააღმდეგება სიყვარულს, სწავლას, დაჯერებას. მისი გონება უდისციპლინოა, ემოციები უმართავი ხოლო სხეული გარყვნილი. გურუ ბეწვის ხიდზე დადის ცდილობს რა დაიცვას ბალანსი მიწოდებულ ინფორმაციას, მოთხოვნებსა და მაძიებლის დისციპლინირებას შორის.

     ეს ეპოპეა დიდხანს გრძელდება ვიდრე მაძიებელი არ შეწყვეტს წინააღმდეგობას. ან რაც უფრო ხშირად ხდება, დატოვებს სწავლის პროცესს და დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას. წვეული ბევრია მაგრამ რჩეული ცოტა. ასეთია გურუ და მაძიებელი რომელიც მას ეძებს.   ფიზიკურ პლანზე ჭეშმარიტი გურუ ისევე ცოტაა როგორც ჭშმარიტი მაძიებელი.

რაც შეეხება ფაქიზ პლანზე არსებულ მასწავლებლებს, მათთან მისასვლელად მაძიებელმა  მეტად დიდი გზა უნდა გაიაროს, უფრო მეტი სტანდარტი დააკმაყოფილოს და უფრო დიდი თავდადება და დისციპლინა გამოამჟღავნოს, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე.

ამიტომ მაძიებელი ბევრია, ხოლო მოსწავლე ერთეული. "მასწავლებელი" ბევრია ხოლო ჭეშმარიტი გურუ ერთეული. დაწერილი წიგნები ბევრია, ხოლო ჭეშმარიტების შემცველი ნაშრომი ძალზედ ცოტა.

G.K.

 

https://www.facebook.com/giorgi.olmek

 

[right.htm]

 

2015 ©