სულთან დამაკავშირებელი ხიდი

 

 


ხიდი სულთან


კითხვებზე პასუხი:


არ გამომდის სიყვარული?

საკმარისი სიყვარული

ბილწი აზრები

ერთი ასტროლოგი

ღმერთის სუფთა სიყვარული

შემაწუხებელი ფიქრები

სულთან კონტაქტი

გამოუყო ხუთი წუთი

ერთი საშუალება

ისედაც ყველა მიყვარს

ღვთიური განსაწმენდელი

კავკასიური იოგა

დამთხვევა თუ სასწაული?

სიყვარულის ძღვენი

ინკარნაცია წარსულში

არ მომწონს

არგამართლების მიზეზი

აბორტი და სული

ჯადო

როგორ ვაპატიო


ალქიმია


ფედერიკო გუალდი

ქალწულის ნაფეხურები

ალბერტ დიდი

მოსეს ალქიმია

ალქიმიური პროცესები

 


მზე და მთვარე      


გურუ

კაცობრიობის ძველი მტერი

ნირვანა

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

მოსწავლის მთა

მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

 

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

 

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

 

ღმერთის სუფთა სიყვარული

ყველა უფლება დაცულია ©

 

  ღმერთის სუფთა სიყვარული არასოდეს ეშვება გულის ცენტრზე დაბლა. ნამდვილი სიყვარული არასოდეს არ ითხოვს ამა თუ იმ სექსუალურ კავშირებს.
მეუფე სენ-ჟერმენი
  სექსი წრმოადგენს ღვთიური სამყაროს, ნებაყოფლობითი უარყოფის პროცესს. როდესაც ნამდვილი სიყვარული ხდება სექსი, მაშინ ღვთაება ჩამოდის ცხოველამდე, მატყუარა და მლიქვნელ არსებამდე, რომელიც მუდამ ნადავლს დაეძებს, მუდამ დამშეულია სიამოვნებაზე. რამდენი სტროფიც არ უნდა დავწერო აქ, თქვენ ამას აღიქვავთ შეურაწყოფად, დაცივნად, დამცირებად, რადგან დაგავიწყდათ რა არის სექსის გარეშე სიყვარული, რა არის ღვთიური, მარადიული. უამრავი ცრუ თეორიით გარშემორტყმულნი, ხან ერთს იშველიებთ ხან მეორეს, ოღონდ კი თავი აარიდოთ ჭეშმარიტებას. ოდესმე აღმოაჩენთ, რომ თქვენი ამდაგვარი, ეგრეთწოდებული ბუნტის თავის თავისუფლება, სულ ორი კვადრატული მეტრით შემოიფარგლება, ჭეშმარიტ თავისუფლებამდე კი ისევე შორია, როგორც სიყვარულამდე სექსის გარეშე.
  ვიცი - არ შეგიძლიათ, არ გინდათ რომ შეძლოთ, ვერ ელევით. ოდესმე მოგბეზრდებათ, შეიძენთ რწმენას და რწმენა გადაგარჩენთ. წაიკითხეთ ჩემი წიგნები, იქ რწმენაა, ის, რაც მოგეხმარებათ.

 

მკითხველი: - ჩემი აზრით მთავარი პრობლემა სექსუალური ენერგიის ტრანსცენდირებაა.. მხოლოდ საკვების კონტროლიტ და თავშეკავებით პრობლემა არ იხსნება.. და ეს ტრანსცენდირება როგორ უნდა მოხდეს არსად წერია.

 

პასუხი ოლმეკი(გიორგი): - სწორი ცხოვრების წესია საჭირო, რაც გულისხმობს საკვების და სასმელის მკაცრ კონტროლს, ეს მთელი ხელოვნებაა და საკუთარ სულთან სისტემატიურ კონტაქტს. არ მუშაობს ისინი ამბობენ ვინც ეპიზოდურად რაღაც შეზღუდა ისე, რომ არ ჩაღრმავებულა ამ საკითხში, ან საერთოდათ თეორიულად იკვლევს მარტო. სქსესობრივი ტანტრა მარცხენა გზაა და არავის ურჩევ.

 

მკითხველი: -

    რას ნიშნავს ,,მარცხენაა გზაა", როდესაც ტანტრას შესახებ წერთ?
იქნებ მათ ვისაც ერთბაშად არ შეუძლიათ ან ჯერჯერობით საკმარისი ნებისყოფა არ გააჩნიათ,- ხომ არ ჯობია ცხოველური სექსიდან ნაკლებ ცხოველურზე გადასვლით დაიწყონ, შემდეგ თავისებური სიყვარულის მომენტი შემოიტანონ სექსში (გასაგებია, რომ ეს ნამდვილი სიყვარული ვერ იქნება, თუმცა მაინც ნაბიჯი გადადგან აქეთკენ)), შემდეგ ტანტრა და შემდეგ შესაძლოა შეზღუდვამდეც მივიდნენ? ანუ რამდენად შეიძლება სექსუალური ცხოვრების მოწესრიგების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდეს, თანდათანი მომზადებით და არა მკაცრი, ,,ნაჯახისებრი" მიდგომით, რომ სექსი ცუდია და შემდგომში არ უნდა იქნეს დაშვებული? ღმერთი ხომ თავად ძალიან მიმტევებელია და გვაცლის ადამიანებს ჩვენს სისუსტეებთან ეტაპობრივ ბრძოლას

 

 პასუხი ოლმეკი(გიორგი): - მარცხენა გზა ნიშნავს, რომ ემსახურება შავ საძმოს(ტანტრაში - აქ იგულისხმება სასქესო პრაქტიკები). ვამზადებ წიგნს "ფლობის ბეჭედი" რომელშიც გადმოვცემ ასეთი "ტანტრის" დამანგრეველ შედეგებს ფსიქიკაზე, ბიოლოგიაზე და ენერგეტიკაზე. "თავისებური სიყვარულის მომენტი" რა არის არ ვიცი. ჭეშმარიტება ჭეშმარიტების მიღმა არ არსებობს და რა უნდა შემოიტანონ არ ვიცი. სასქესო ცხოვრების მოწესრიგება ხდება ფუნდამენტალური ცვლილებებით, რადგან ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და თუ ყველაფერი არ შეცვალე, ცალ ცალკე არ გამოვა, რაც არ უნდა მოინდომო. ნელ ნელა გადასვლა თავის მოტყუებაა, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია. ნელ ნელა შეიძლება ამოიღო თანმიმდევრულად და შეკვეცო, მაგრამ ერთი არასწორი ჩაანაცვლო მეორეთი, ეს არაფრის მომცემია. "ტანტრა" ენერგიის ტრანფორმაციას კი არ იწვევს, არამეტ უზრუნველყოფს შეპყრობას! ამის ტექნიკურ მხარეს გავშლი წიგნში, აქ არ დაეტევა. სიწმინდისაკენ და სიწმინდის წინააღმდეგ ერთდროულად ვერ ივლი. ღმერთი მიმტევებელია და ცოდვებს გვაპატიებსო, რომ ამბობთ, კი, გვპატიობს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ ცოდვას, ვაცნობიერებთ, ვნანობთ და აღარასოდეს დაუშვებთ მას. ყველა სხვა შემთხვევაში იქნება ტანჯვა, როგორც ცოდვის გაცნობიერების ბოლო საშუალება. მე მინახია "ტანტრისტები" სიკვდილის შემდეგ და თქვენ? მე მინახია ტანტრისტები სიცოცხლეში, რომლებიც შეპყრობის იმხელა ხარისხში იყვნენ უკვე, რომ ერთ ადგილზე ვეღარ იჯდნენ, ფიზიკურ სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდნენ და მთხოვდნენ გვიშველე რამეო. ეს ქართველებზე მაქვს საუბარი. ამ საკითხს ძირფესვიანად ვიცნობ, ასე რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს, გირჩევთ ძალიან დაფიქრდეთ ვიდრე საკუთარ სულს და სხეულს ამ დღეში ჩაიგდებთ.

 

მკითხველი: - მადლობა პასუხისთვის! ალბათ სექსუალობის თემაა ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა სულიერების გზაზე, - დანარჩენი თითქოს შედარებით ადვილად დაძლევადი ჩანს. ბუნებრივია, სექსის თემა მხოლოდ ჰორმონალურ სურვილებს არ უკავშირდება, აქვე ვგულისხმობ ერთგვარ პასუხისმგებლობის ტვირთსაც, რასაც ოჯახური თანაცხოვრება გიწესებს (პარტნიორს ყოველთვის არ ესმის შენი). ამ შემთხვევაში რა იქნებოდა სწორი გამოსავალი? ალბათ თქვენი პასუხი იქნება, რომ ამ მიმართულებით საბოლოო გამარჯვებისთვის მარტო დარჩენისთვისაც მზად უნდა იყო (თუ მეუღლე არ არის სულიერების იმავე გაგებაში), თუმცა ეს ხომ ასე მარტივი არაა? ნუთუ არ არსებობს რაიმე შემწყნარებლობა/გამონაკლისი, როდესაც სექსის მიზანი საკუთარ სიამოვენბაზე მეტად ისაა, რომ ოჯახი შეინარჩუნო, ერთობა არ მოშალო, მანამ სანამ ეცდები მეუღლე უფრო მეტად გაარკვიო სულიერების სიღრმეებში - ,,შავ საძმოზე" და მიღმიერ სამყაროზე საუბარი არ არის ადვილი გასაგები და არც ყველაა მზად მსგავსი თემებისთვის. შეიძლება ვცდები, მაგრამ შეიძლება უფრო დააფრთხეს კიდეც ადამიანი სულიერებაში, როდესაც მსგავს თემებს ერთბაშად აჯახებ და არა ნელ-ნელა, გეგმაზომიერად, ფრთხილი მიდგომით.

 

პასუხი ოლმეკი(გიორგი): - სექსი ოჯახს ვერ დაიჭერს, ვერც ერთობას, ეს სიყვარულის პრეროგატივაა. სექსით დაჭერილი არც ოჯახი და არც ერთობა არ არის ჭეშმარიტი. მეუღლე უნდა უყვარდეს ადამიანს და ყველაფერი გამოვა, სიყვარული გადალახავს ყველა წინაღობას. რაც შეეხება შავ საძმოს და რამე, ვისაც შეეშინდება ის მზადა რ არის და კარგია თუ წავა ამ მოტივით. სულიერებას თავისი წესები აქვს, სად როგორ მოიქცე ამას მე არ ვიგონებ.

 

მკითხველი: - მადლობა პასუხისთვის! თუ შეიძლება კიდევ მაქვს ასეთი კითხვა, ვფიქრობ, სწორად მიმიხვდებით სათქმელს, - თქვენი პასუხები ხშირად საკმაოდ ბასრი, მკაცრი და ზოგჯერ ,,სამართებელივითაც" კია, - ყველასგან ,,დაუნდობლად" ითხოვს მაქსიმალურ თავგანწირვასა და თავდადებას, რაც ნამდვილად გმირობის ტოლფასია. რატომ არ არჩევთ ურთიერთობის უფრო ლოიალურ და რბილ ფორმას, - ასე ხომ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება გამოგყვეთ? შეიძლება ეს ჩემი სულიერების სისუსტეებზე მეტყველებს, მაგრამ, მაგალითად ჩემთვის იმქვეყნიურ ტანჯვებისა და შავი ძალების ბოროტი ძრახვების მუდმივი შეხსენება საკმაოდ დამთრგუნველი და დამაბნეველია, მაშინ როცა ასე ძალიან მჭირდება და გვჭირდება იმედის მოცემა, გამხნევება, თავზე ხელის გადასმა, - ხშირად შექებაც კი, - ჩვენ ადამიანები შეიძლება ყველა ბრძოლას ვერ ვიგებთ, მაგრამ ზოგიერთ ბრძოლას ხომ ვიგებთ და იქნებ ამის აღსანიშნვამ უკეთეს შედეგებამდე გაგვიყვანოს. თქვენ თქვენი დაუზარელი პასუხებითა და კიდევ ბევრი შრომით უკვე ძალიან დიდ ზრუნვას აფიქსირებთ ჩვენ მიმართ, მაგრამ ხანდახან მიჩნდება აზრი, რომ ზოგიერთი პასუხის მიღება უფრო გამიადვილდებოდა თუ ის იქნებოდა უფრო ,,რბილად" მოწოდებული, თუნდაც მარტივი ჩანართის ,,ჩემო მეგობარო", ,,საყვარელო სულებო, ,,კეთილო ხალხო" ,,ნუ გეშინიათ" გამოყენებით. ვფიქრობ გესმით რისი თქმაც მინდა.

 

პასუხი ოლმეკი(გიორგი): - ადამიანები მიეჩვივნენ საკუთარი თავის მოტყუებას, ეს ისე ღრმად წავიდა, ისე ღრმად შეტოპეს, რომ სიმართლეს საერთოდ აღარ აგონებენ საკუთარ თავს. ამ ცოტა ცოტა და ალაგ ალაგ სიმართლემ დაღუპა თითქმის კაცობრიობა, გადახედეთ რა ხდება, უამრავი ალკოჰოლი, სავსეა მაღაზიები, უამრავი სიგარეტი, დახოცილი ცხოველების გვამები, დაკონსერვებული გვამები, გაყინული გვამები. ტომრობით რაფინირებული შაქარი, კონსერვანტებით გაჯეჯგილი პროდუქტები რომლებიც წლობით ინახება. აღვირახსნილი სექსი, ურთიერთობები, ტყუილი ყოველ ნაბიჯზე, ნახევრად სიმართლე, უცოდინარი პროფესიონალები, ცრუ თეორიები. საავადმყოფოები სავსეა. ამის ფონზე დიდი ნაწილი ერთობა. უკვე ბავშვებით ივსება ონკოლოგიური საავადმყოფოები რომელთაც ვეღარ დაითვლი იმდენია. ერთხელ თუ მაინც გინახავთ მომაკვდავი ადამიანი? მე ბევრი მინახავს და ყველა მათგანის სიკვდილი დანარჩენი უსაქმურების, ნახევრად სიმართლისა და მოფერების მოყვარულთა კისერზეა. მე გაცლით, დიდხანს გაცლით, მაგრამ მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით.... დადგება დრო როდესაც გექნებათ შანსი გადაამოწმოთ ეგ თქვენი არგუმენტი და მიდგომა რამდენად სწორია... მე გაცლით... მეტი პასუხი აღარ იქნება... გამგები გაიგებდა უკვე...

 

მკითხველი: - თქვენ გარკვევით კი მიუთითებთ, რომ სექსი მხოლოდ გამრავლებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ ამ მიზნის შემდეგ, რა შემთხვევა ან რა ფორმა შეიძლება ჩაითვალოს ცოლ-ქმარს შორის სექსის შედარებით ნაკლებ დამაზიანებლად თუ ყველა ფორმა და გარემოება ერთნაირად დამაზიანებელია? მაგალითად, ტანტრული სექსი? ქვემოთ გიწერიათ ტანტრულ სექსზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ზოგად ტრანტრულ მიდგომასაც გულისხმობთ, რომელიც სექსუალური ენერგიის სუბლიმაციაზე საუბრობს, შინაგანი დამკვირვებლის როლზე სექსის დროს და ა.შ. თუ მხოლოდ გარკვეულ ტანტრულ პრაქტიკებს?

 

პასუხი ოლმეკი(გიორგი): - სასქესო ტანტრა არის მარცხენა გზა, ანუ შემოტანილია კაცობრიობის მტრის მიერ. ეს პრაქტიკა, დამკვირვებლის მიდგომით თუ მის გარეშე იწვევს შეპყრობას. სასქესო ურთიერთობის ეს ვითომ უკეთესი მეთოდი საერთოდ უნდა გამოირიცხოს. სექსი უფრო ხშირად ვიდრე თვეში ორჯერ, იწვევს სულიერ დეგრადაციას, ასეთი წყვილი ვერც ერთად და ვერც ცალ ცალკე ვერ გაიზრდება სულიერად. რაც მეტია შუალედი, მით მეტია სულიერი ევოლუციის შესაძლებლობა და პოტენციალი.

ეზოთერულ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში -  https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ალქიმიის შესახებ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/alqimia

ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek

სიახლე

გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი

"სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება"

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერშიhttps://www.messenger.com/t/100000594201763

 

სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება

გამოვიდა ჩემი მეორე ახალი წიგნი

"შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა"

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763

 

შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა

გამოვეცი მესამე წიგნი

"სინათლის სხეულის გეომეტრია - ზეადამიანები"

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763

სინათლის სხეულის გეომეტრია

გამოვეცი ალქიმიის მიმართულების პირველი წიგნი

ალქიმია - ოქროს საწმისი

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763

ალქიმია ოქროს საწმისი

გამოვიდა ჩემი  მეხუთე წიგნი

 "აშრამის გაკვეთილები".

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეიბუკზე პირადში, მესენჯერში https://www.messenger.com/t/100000594201763

Нет описания.

ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek

ტელეგრამი

https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy

https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy

https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy

https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy

[right.htm]

 

2015 ©