მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

 

ეთერული ბადე

 

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები")

 

   ადამინის ფიზიკურ სხეულს გარშემო აკრავს კვერცხის ფორმის ეთერული ბადე. ეთერი მაფქიზი, ენერგეტიკული მატერიაა რომელიც ზრუნავს და იცავს ფიზიკურ სხეულს.  ანუ ფიზიკური სხეულის გარშემო ენერგია მოძრაობს წრიული ველების სახით რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს. თვით ეთერული მატერიის წარმოშობისა და გეომეტრიის საიდუმლოებანი ძალიან ღრმაა და პირველი განდობის საიდუმლოს წარმოადგენს, მაგრამ არის ცოდნის გარკვეული ნაწილი რომელზეც ღიად შეიძლება საუბარი.

    ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური ადამინის შემთხვევაში ეთერული ბადე საინტერესოა როგორც ფიზიკური სხეულის დამცველი და აღმდგენი ენერგეტიკული სტრუქტურა. ეთერული ბადე რაღაცით ადამინის ტანსაცმელს მაგონებს, როდესაც ბადეს ვაკვირდები ვხედავ, ადამინების უმეტესობას "შემოხეული აქვს ბადე", ზუსტად ისე როგორც ტანსაცმელი შეილება დაიხეს.

   ეს იმდენად ხშირი სურათია, რომ თავიდან კანონზომიერება მეგონა, ვიდრე არ შევხვდი ადამინებს ვინც ზრუნავდა საკუთარ ეთერულ ბადეზე. თავიდან ვერაფრით გამეგო როგორ ახერხებდნენ ისინი ფიზიკური სხეულის დამცავი, ენერგეტიკული, ეთერული ბადის აღდგენას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო.

   ამ დრისათვის დაკვირვებებმა კარგად დამანახა კავშირი ეთერული ბადის დარღვევასა და დაავადებას შორის. დავინახე, რომ თუ ეთერულ ბადეს ბევრი წვრილი "ნახევი" აქვს, მაშინ ამ ადამინს შინაგანად ეშინია, აქვს ნერვიული შინაგანი მდგომარეობა, აფორიაქებულია, სწრაფად იღლება, არ გააჩნია ინიციატივები, მოღუშულია, მოწყენილი, იმუნიტეტი სერიოზული შეფერხებით მუშაობს და ა.შ.

    საავადმყოფოში სიარულმა და ავადმყოფებზე დაკვირვებამ ჩემი ეჭვები გაამყარა, რადგან სერიოზული ავადმყოფების ეთერულ ბადეს რომ უყურებდი, აშკარად ვხედავდი, რომ მათი ეთერული ბადისებური ენერგეტიკული დამცავი სტრუქტურა დახეულია, აქვს საკმაოდ დიდი დაფლეთილი ხვრელები. ექიმები უამრავ საშუალებებს იყენებდნენ რათა ესეთი პაციენტები გამოეჯანსაღებინათ, მაგრამ ორგანიზმის აღდგენა ან ძალზედ ნელა ხდებოდა ან ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ორგანიზმის დამცავი და აღმდგენი ბადე სერიოზულად იყო დაზიანებული.

     ესეიგი რა სურათი ჩანდა როდესაც ადამინების ფართ მასებს ვაკვირდებოდი: ადამიანები იყოფიან ოთხ კატეგორიათ

1 - ისინი, ვინც არ ზრუნავენ საკუთარ დამცავ ეთერულ ენერგეტიკულ ბადეზე და შედეგად დღითი დღე ბადე სულ უფრო ეშვება და ცვდება.

2 - ისინი, ვინც უზრუნველობის შედეგად ათეული წლის მანძილზე საკუთარი ბადე მოარღვია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ასე თუ ისე ასრულებს თავის ფუნქციას.

3 - ისინი, ვისაც არასოდეს უზრუნია ეთერული ბადის აღდგენაზე და შედეგად საბოლოოდ მოარღვია ეთერული ბადე სხვადასხვა მავნე მანიპულაციებით ან ხნიერი წლოვანების გამო ეს ბადე უამრავი წვრილი ხვრელის გამო თავისით იშლება.

4 - ისინი, ვინც ყოველდღიურად ზრუნავენ ეთერული დამცავი ენერგეტიკული ბადის აღდგენაზე(ელახლა მოქსოვით განახლებაზე) და შედეგად ძლიერები არიან როგორც ფიზიკური ჯანმრთელობით, ასევე ფსიქოლოგიურად(ფსიქიური ენერგიის ჭარბი რაოდენობა). ამ კატეგორიას არ გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, შიშები, დეპრესიები, ნევოზები, არ ახასიათებთ პესიმიზმი. ისინი არიან სიცოცხლისუნარიანები, მცდელები, გულადები, წარმატებულები და მათი მიღწევები შთამბეჭდავია.

    ადამინთა ძირითადი მასა პირველ კატეგორიას ეკუთვნის, ისინი საკუთარი უზრუნველი დამოკიდებულებით ეთერული ბადის მიმართ სულ უფრო არყევენ საკუთარ ფსიქიკას, ჯანმრთელობას, და იმოკლებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას.

     შედარებით მცირეა მეორე კატეგორიის ადამინები, ეგრეთწოდებული შუახანს მიღწეული უზრუნველი ადამინები, რომელთა ეთერული ბადე კარგად არ გამოიყურება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ახერხებს ორგანიზმისა და ფსიქიკის დაჭერას, რომ ეს ყოველივე არ დაიშალოს.

     რაც შეეხება მესამე კატეგორიას აქ მოიაზრებიან ყველა მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოებში, ინსულტები, ქრონიკული მძიმე დაავადებები, სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე მყოფი კატეგორია. უამრავი ადამიანი ძლიერმოქმედ წამალზეა დამოკიდებული ყოველდღიურად. წნევის უმართავობა და სხვა .... ფსიქიური პრობლემების მქონე ადამინები, რომელთაც აწუხებთ ფობიები, შიშბი, ნევროზის რთული ფორმები, შეპყრობილობა, ფსიქოზები, ქრონიკული უძილობა და ა.შ.  ამ ადამინებს ეს დაავადებანი უცებ არ დაემართად არამეტ ხანგრძლივი დროის მანძილზე ყალიბდებოდა თითოეული მათგანი იმიტომ, რომ ისინი საკუთარ ეთერულ ბადეზე არ ზრუნავდნენ. ბადე ნელნელა იხევა, იშლება და შედეგად სხეულსაც და ფსიქიკასაც იგივე მოსდის.  ნებისმიერი ძლიერი წყენა, გაბრაზება, ფსიქოლოგიური აფთქება, წყობიდან გამოსვლა აჩენს ხვრელს ეთერულ ბადეში. ძლიერი თრობა, ნარკოტიკები, გადაბმული უძილობა, ხანგრძლივი ნერვიულობა, გადაბმული შიმშილი, ყოველდღიური გადაღლა, სიგარეტის ინტენსიური მოხმარება, ყავის ინტენსიური მიღება და სხვა მრავალი ძალზედ ასუსტებენ ეთერულ დამცავ ბადეს, აჩენენ რა მასში უამრავ ხვრელს, რასაც დროთა მანძილზე დაშლამდე მიჰყავს ის.

  ეთერული ბადე მარტო კვერცხის ფორმის წარმონაქმნი არ არის, არამეტ თვით ფიზიკური სხეულის ზედაპირიც და მთლიანად სხეულიც გაჯერებულია ამ ბადით და თვითონაც იქსოვება მისგან.

 ფიზიკური ხელის მტევანი შედარებით გამარტივებული ეთერული ბადით შეილება ესე გამოისახოს...

ეთერული ბადე სხეული

 ანუ თითოეულ ფიზიკურ უჯრედს ეთერული ბადის ერთი მცირე დანაყოფი შეესაბამება. ეს არის ხელის ჯანმრთელი მტევანი, მაგრამ სულ სხვაგვარად გამოიყურება ხელის მტევანი რომელშიც მარილების დაგროვებაა ან რაიმე სახის სხვა პრობლემა....

  სურათზე აშკარად ვხედავთ ხვრელებს ეთერულ დამცავ ბადეში, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ამ ადგილებში ფიზიკურ სხეულს პრობლემა აქვს, ხოლო ფსიქიკა განიცდის წყვეტას რადგან სწორედ ეს ბადეა ადამინის ფსიქიკა და მისი გამტარი "პლატა".

  როდესაც ადამიანი ხედავს ამ სურათს, მას უჩნდება სურვილი აღადგინოს საკუთარი ეთერული სხეული, დამცავი ბადე და ენერგეტიკა, შესაბამისად ამას მოჰყვება ფიზიკური სხეულის აღდგენა. ჯერ კიდევ მრავალი ათასი წლის წინ კაცობრიობის მცირე ნაწილი ხედავდა ამ პრობლემას და ცდილობდა მის გადაჭრას. ღრმა მედიტაციში, ტრანსის მდგომარეობაში და უცხო არამიწიერი რასის დახმარებით აღმოჩენილი იქნა ენერგეტიკულ მოძრაობათა მთელი სისტემა, რომელთა ყოველდღიური შესრულებითაც შესაძლებელია აღვადგინოთ ჩვენი ეთერული დამცავი ენერგეტიკული ბადე. ამ მოძრაობებს მაგიური მოძრაობები ანუ პასები ეწოდებათ. მაგიური იმიტომ, რომ მათი ყოველდღური მოქმედება სასწაულებს ახდენს და აღადგენს როგორც ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობას ასევე ფსიქიკას. შედეგად მათ აღმდგენი ვარჯიშები ეწოდათ.

  ადამიანებს ასწავლეს ყოველ დილით და საღამოს კბილების გახეხვა, სხეულის დაბანა, მისი გაფრთხილება, მოვლა, მაგრამ სამწუხაროდ საკუთარი ენერგეტიკული სხეულის ყოველდღიური მოვლა კაცობრიობას არ უსწავლია, არადა სწორედ ენერგეტიკული ეთერული ბადეა ფიზიკური სხეულის დამცველი და ყოველდღიური აღმდგენი.

   სადღეისოდ მოდაშია ფიტნესი და მისი უამრავი მიმდინარეობა, ბევრი ქალი და მამაკაცი ცდილობს იზრუნოს საკუთარი სხეულის ლამაზ ფორმებზე, მაგრამ ფიტნეს ტრენინგებით და მსგავსი რაღაცეებით ეთერული ბადის აღდგენა შუძლებელია....თავიდან ეს ტრენინგები იძლევა ლამაზის სხეულის ეფექტს ზრდის ჰორმონის ინტენსიური გამოყოფის ხარჯზე(ზრდის ჰორმონი ფიზიკური ტრენინგის დროს გამოიყოფა), მაგრამ შემდეგ იწყება სხეულის გამოფიტვის სტადია რასაც სერიოზული პრობლემები მოსდევს.

  

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო აღმდგენი ვარჯისების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის კვირაში სამჯერ ტარდება ტრენინგი. ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე. მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში.

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

საწყისი გვერდი

[right.htm]

 

2015 ©