მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

ენერგეტიკული დანაკლისი

 

ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

 

 

 

  ოჯახის შექმნისას ადამიანები დიდ ყურადღებას არ აქცევენ სიყვარულს, რადგან არ ესმით რა შედეგები მოჰყვება ამას გენეტიკური და ენერგეტიკული კუთხით.

  რაც უფრო მეტია სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის, მით მეტ ენერგიას იღებს ბავშვი მემკვიდრეობით მშობლებისაგან. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ქალსა და მამაკაცს დიდი სიყვარული არ აქვთ ერთმანეთის მიმართ?

   ასეთ შემთხვევაში ჩასახული ბავშვი, დაბადების შემდეგ მუდამ განიცდის ენერგეტიკულ დანაკლისს. ენერგიის ოდენობა არაა საკმარისი რათა ბავშვის ენერგეტიკამ უზრუნველყოს გენეტიკური კოდის საუკეთესო კომბინაცია, ამიტომ ხდება იმ კოდის გააქტიურება რაზეც საკმარისია ენერგია. გააქტიურებული კოდი არ არის საუკეთესო ყველა შესაძლო კოდს შორის. შესაბამისად ამ ადამინის ქცევა, აზროვნება, მოქმედება, ათვისება, სიცოცხლის ხარისხი, ხანგრძლივობა, ჯანმრთელობა, ხასიათი და ა.შ. ვერ იქნება საუკეთესო, ყველა შესაძლო, მის გენოფონდში არსებულ კოდს შორის.

    რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

    ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს შეავსოს ენერგიის დანაკლისი. ცდილობს ყველა ხერხით: საპირისპირო სქესთან შერწყმით(სხვა ადამიანთან შეერთების არასწორი მცდელობა), სტიმულატორებით, ნარკოტიკი, სასმელი, შაქარი, სიგარეტი, გადამეტებული კვება, მუცელღორობა, მცდელობა დაიმსახურო მეგობრების შექება, მცდელობა ნებისმიერ ფასად მიიპყრო ყურადღება(ყურადღებას მიყვება ენერგია), წაართვა, მოიპარო, დაჩაგრო, მოატყუო და სხვა....

     რა თქმა უნდა იდეალური სიყვარულის გარეშე ურთიერთობის შედეგად მოვლენილი თაობები ახალი პრობლემა არ არის, ამიტომ ძველი შამანები და მაგები ცდილობდნენ ამ საკითხის გამოსწორებას. მათ ესაჭიროებოდათ დამატებითი ენერგიის წყარო რომლითად შეივსებდნენ დანაკლისს და ეს წყარო აღმოჩენილ იქნა თვით ადამინის ენერგეტიკის შიგნით არსებული მანამდე ყველასათვის უცნობი უზარმაზარი რეზერვუარის სახით.

     ენერგიის ამ უზარმაზარი რეზერვურის დამუშავება და ათვისება შესაძლებელი გახდა სპეციალური მოძრაობების საშუალებით რომლებსაც მაგიური მოძრაობები ანუ პასები შეერქვათ.  შამანებმა დაინახეს, რომ ამ მოძრაობების წყალობით მათ შეეძლოთ შეევსოთ, მიეღოთ ის, რაც მათ მშობლებმა "დააკლეს".  შესაბამისად დაინახეს, რომ მათი გენეტიკური კოდი იცვლებოდა და ისინი უკეთეს ვერსიაზე გადადიოდნენ. ეს უდიდესი აღმოჩენა იყო, ევოლუციის შესაძლებლობა.

      მაგიური პასების აღმოჩენამდე მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, რადგან მხედველები ხედავდნენ, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დაბადებიდანვე ენერგიის კოლოსალურ დანაკლისს განიცდიდა.

     კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა ამ ენერგეტიკული ვარჯიშების ყოველდღიური პრაქტიკის შედეგად. ერთ დროს მოღუშული, მშიშარა, უინიციატივო, ინერტული, დაავადებული, ნევრასტენიკი ადამიანები დღითიდღე პრაქტიკის შედეგად გარდაიქმნებოდნენ - მამაც, მოქმედ, შეუპოვარ, უშიშარ, მშვიდ, ენთუზიასტ, ჯანმრთელ ინდივიდებად რომლებიც უკვე სიცოცხლისუნარიანები იყვნენ და შეეძლოთ უდიდესი გამოწვევების მიღება და გადალახვა...

      ეს მოძრაობები ჰაერივით და წყალივით აუცილებელია თანამედროვე ადამიანისათვის.  თითოეული ადამიანის პრობლემა უფრო ღრმაა ვიდრე რომელიმე თქვენგანს ჰგონია. საბედნიეროდ გამოსავალი არის - მოძრაობები მოვიდა ჩვენამდე, ისინი პირდაპირ აქაა - საჭიროა მხოლოდ პრაქტიკა!

     

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო აღმდგენი ვარჯიშების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება სემინარები კვირაში სამჯერ დარბაზში, სემინარი გრძელდება 4 საათის მანძილზე.  მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru   ,   სკაიპში olmeki1 ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

საწყისი გვერდი

 

     

[right.htm]

 

2015 ©