მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

დემონები

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

დემონები

ამონარიდიჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

გაიძვერა მმართველმა, საწყისშივე დაიმონა ადამიანი, ისე გარსშემოევლო და ჩააცვა მის სამშვინველს წყვდიადის უფლებით, როგორც აცმევენ ადამიანს(ტანსაცმელს).... ის მოქმედებს ფარულად შინაგან ადამიანში, გონებაში, და ებრძვის აზრებს. ადამიანებმა არ იციან, რომ ასე იქცევიან, რადგან მათ მიერეკება უცხო ძალა, და ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს ბუნებრივია...

(ნეტარი მაკარი ეგვიპტელი)

 

 

ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. რეპტილოიდებმა გადაწყვიტეს კოსმოსის ამ სექტორის აღება და ძველ იმპერიასთან მიერთება. ეს დიდი და ბნელი ისტორიაა, მაგრამ ის უკავშირდება სექსს, ცნობიერების დაცემას და ადამიანის გონების სიმბიოზს მტაცებლის გონებასთან. როგორც წყლის სანაპიროზე ქვიშას და ლამს ვერ გაარჩევთ ერთმანეთისაგან ისე ძნელია გააჩიოთ ადამიანის გონება მტაცებლის გონებისაგან. ეს მტაცებლები ჩვენი "ბუნებრივი" მტერია, მათ იყენებენ რეპტილოიდები რათა დარჩნენ შირმის მიღმა. თავად რეპტილოიდები მეოთხე განზომილების არსებები იყვნენ და არიან ისევე როგორც მაშინ იყო თავად  ადამიანი, მაგრამ თანასწორის დამონება და მსხვერპლად ქცევა ძნელია. ეს თანასწორობა რომ შეეცვალათ და აშკარა უპირატესობა მოეპოვებინათ სწორედ ამიტომ "ჭკვიანმა" გველებმა სექსის შეთავაზება დანერგვა დაიწყეს მაშინდელ კაცობრიობაში. მონუსხეს კაცობრიობა სექსით. შემდეგ ბუნებრივი მტერი შეუსიეს და სამუდამოდ დააგდეს ჩვენი ვიბრაციები მესამე განზომილებამდე. ამის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა გველების სასარგებლოდ, რადგან ისინი მეთხე განზომილებაში იყვნენ, ადამანები კი მესამეში დარჩნენ. ისინი ჩვენ გვხედავდნენ და აღგვითქვავდნენ ბრწყინვალედ, ხოლო ჩვენ მათ ვერც ვხედავდით და ვერც აღვითქავდით. ასე შეიქმნა შირმა. ეს შირმა დღემდე ჩვენგან ფარავს მათ.

სადღეისოდ სიმბიოტური ორგანოს რომელსაც წარმოადგენს ჩვენი გონება ეწოდება ჩადგმული ობიექტი. ხოლო მტაცებლების ცივილიზაციას - დემონები.

სექსის დანერგვამ და "სიმბიოტურმა" ორგანომ გამოიწვიეს დნმ-ის ცვლილებები და სხეულის მუტაცია. ეს ცალკე ისტორიაა რადგან ზოგადად სხეულთა თემა შორეულ წარსულში მიდის. ადამინს ბუნებრივად შინაგანი ურთიერთობა ჰქონდა მთელს სამყაროსთან, უშუალო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა, მაგრამ ეხლა უკვე მათ შორის გაჩნდა ჩადგმული ობიექტი რომელიც ცენზურის ქვეშ ატარებდა  ნებისმიერ შინაგან ურთიერთობას და ინტერპრეტირებდა მას თავის სასარგებლოდ, ანუ ამახინჯებდა შინაგანი და გარეგანი არხებით მოსულ ინფორმაციას. მუდმვი მიკერძოვებული ინტერპრეტირება წარმოშობდა მუდმივ შიშებს. შიშები იწვევდა აგრესიას, აგრესია და შიშები აგდება ვიბრაციებს და ენერგიის პარამეტრებს, შედეგად მდაბალვიბრაციული "სინათლე" გემრიელი საკვები იყო მათთვის. უფრო სწორად რომ ვთქვათ ისინი ჩვენს სინათლეს კი არ ჭამენ არამეთ ელვარებას, ელვას - რომელიც წარმოიშობა ურთიერთდაპირისპირებათა შეჯახებით!!!  საწყისში არავითარი დაპირისპირება არ იყო ადამიანში, მაგრამ ჩადგმული ობიექტი გამართულად მუშაობდა და დღემდე მუშაობს თითოეულ ჩვენგანში რათა შექმნას დაპირისპირება, დაყოფა და ნაწილებს შორის ომი. მიუხედავად საკუთარი სირთულისა იგი მაინც მარტივი მექანიზმია. მისი მოვალეობაა შექმნას საპირისპირო აზრი....კეთილი და ბოროტი, შავი და თეთრი, კარგი და ცუდი, შექმნას მოვალეობა და შესაბამისად შეიქმნება ისინი ვინც ასრულებენ ამ მოვალეობას და ისინი ვინც გაურბიან მას. ამ ორს შორის იქნება მუდმივი კონფლიქტი ..... მტაცებლებმა დანერგეს სექსი(მანამდე როგორ ხდებოდა სხეულების შექმნა ეს ცალკე თემაა) და ამავე დროს სექსუალური მორალი და ეთიკა. ერთიცა და მეორეც მუდმივი დაპირისპირების არენაა... ობიექტმა შექმნა ადამინის გონში უამრავი წესი და ჩვეულება, დაასაბუთა ისინი და უკვე ადამიანებმა დანერგეს ყოველდღიურობაში. შესაბამისად არიან ისინი ვინც იცავენ წესებს და ისინი ვინც არ იცავენ და მათ შორის მუდმივი დავაა და შეხლა შემოხლა. თუ ამას დაუმატებთ მუდმივ შინაგან შიშს, არასწორ დამახინჯებულ ინფორმაციებს, ეჭვებს, ლოგიკურ განსჯა მსჯელობებს რომელსაც ჩვენს შიგნით აწარმოებს ჩადგმული ობიექტი, და რომლის ენერგიის პოლარიზაცია და შემდეგ ურთიერთსაპირისპირო პოლარობის განმუხტვით ვიღებული ელვარების შთანთქმა, მაშინ გასაგები გახდება ჩვენი სუპერ აგრესიულობის, ქრონიკული მატყუარობის, კონფლიქტურობის, აგრესიის, ეჭვიანობის, სისუსტის, გაუსაძლისი დეპრესიისა და მოწყენილობის მიზეზი.....

მეტად საინტერესო პროცესია თანამედროვე ძლიერი ვირუსების ქცევაზე და ზემოქმედებაზე დაკვირვება, ფაქტიურად ნებისმიერი ვირუსი იგივეს აკეთებს რაც რეპტილიებმა ვიქნეს ჩვენ. ვირუსი "კეთილი მეგობრის" იმიჯით აღწევს ადამიანის ორგანიზმში და მის იდენტიფიცირებამდე ახერხებს საკუთარი შინა არსის გადაწერას ჯანმრთელ უჯრედებში, რასაც მოყვება ამ უჯრედების ენერგეტიკის ძლიერი ვარდნა, შემდეგ კი ხდება სიმბიოტის შემნა და მიერთება, ამ პროცედურის შედეგად ჯანმრთელი უჯრედი ხდება უკვე გაურკვეველი რაღაც, ანომალია...ამდაგვარად ვირუსები იკვებებია ჯანმრთელი უჯრედების აგრესიული ენერგიით. მაგრამ საიდან ჩნდება ეს აგრესიული ენერგია? ნებისმიერი დაბალვიბრაციული ენერგია აგრესიულია, არასწორი ინტერპრეტაცია წარმოქმნის მას. ორგანიზმი მუდამ უგზავნის მზრუნველ ინფორმაციას მის თითოეულ უჯრედს, სიყვარულს უგზავნის ფაქტიურად.. მაგრამ უჯრედის სიმბიოტი უჯრედს უთარგმნის ამ გზავნილს როგორც მოსალოდნელ საშიშროებას, თავდასხმის იმპულსს, განადგურების საფრთხეს, შედეგად უჯრედი ხდება "ყველაფერზე წამსვლელი რათა გადარჩეს" და აქ ხდება მისი უკანმოუხედავი მუტაცია....

რაც უფრო ცოტა სიყვარული აქვს ორგანიზმს(ადამიანის ცნობიერებიდან გამომდინარე) მით უფრო სუსტია მისი სიყვარულის გზავნილი თითოეული უჯრედის მიმართ და მით ცოტა მისი წილი აღწევს უჯრედში დამახინჯების გარეშე. შედეგად ორგანიზმის მთლიანობა ირღვევა.

როგორც მიხვდით არსებობენ უმცირესი დემონები და გიგანტური დემონური არსებები.

რა შეგვიძლია ჩვენ დემონების წინააღმდეგ?

1 - დამცავი შრის შექმნა(დამცავი შრე იქმნება მაგიური პასების სისტემატიური თავდაუზოგავი ტრენინგის შედეგად). როდესაც დამცავი შრე დასრულებულია დემონი სამუდამოდ ტოვებს ადამიანს და სიმბიოტი იშლება.

2 - რკინისებური დიციპლინა რაც გამოიხატება ნებისმიერი მოულოდნელობის მიმართ სიმშვიდისა და მიღების კულტივაციაში. ფაქტიურად ეს არის უნარი უყურო შეუცნობელს აუღელვებლად პირდაპირ თვალებში.

3 - უარის თქმა განსჯაზე, მსჯელობაზე, განკითხვაზე, დასჯაზე, დამნაშავის საქმეების ძიებაზე, სამაგიეროზე, ეჭვებზე, შურზე, ავ ზრახვებზე.

4 - არავითარი აგრესია, ძალადობა, იძულება, ტყუილი, მხოლოდ სიყვარული, დათმობა, სიხარული, აღტაცება, აღმაფრენა, სიმსუბუქი, მრავალფეროვნება....(როგორც იესო გვასწავლის)...

G.K.

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკები კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე -- მსურველებმა მომწერეთ სკაიპში ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

 

[right.htm]

 

2015 ©