მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

 

ჩადგმული ობიექტი

ამონარიდი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

 

 

   - მაგიური პასებიის არაეგულარული შესრულებაც კი აიძულებს გონებას შეჩერდეს(დაბრკოლდეს), - წარმოთქვა შამანმა. შემდეგ კი განაგრძო, - გონება წარმოდგენს ენერგიის ნაკადს რომელიც შემოდის ჩვენში გარედან, მას გააჩნია გარკვეული ავტომატური ფუნქციები, მაგალითად როდესაც შენ გესმის სიტყვა რძე, გონებაში ეგრევე ჩნდება აზრები ძროხის, ბავშვის, რძის ბოთლის და სხვა უამრავი რაიმეს შესახებ. ამას აკეთებს გონება თუმცა ჩვენ ეს არ გვითხოვია. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ამ ნაკადს აუცილებლად მივყავართ რაიმე მოგონებამდე, ასოციაციამდე, უარყოფით შეთხვევამდე რომელიც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ან რომლის შესახებაც ვინმემ გვიამბო. იმ შემთხვევაში თუ არაფერი ცუდი არ მომხდარა რძესთან დაკავშირებით(მაგალითად რძის გადმოსვლა, ხელის დაწვა ცხელი რძით, ბავშვის ტირილი და ა.შ), მაშინ გონება წარმოსახვის დახმარებით შექმნის სიუჟეტს სადაც რაღაც ცუდი ხდება, ფიქრები გაგიტაცებს და წარმოსახვაში მაინც "დაიწვავ ხელს".... აქ უნდა დაინახო ერთი მარტივი რამ - გონება ახდენს ჩვეულებრივი აზრის მიყვანას ძალადობრივამდე! ის მენეჯერია, სტრატეგი რომლის მიზანია ყველაფრის დაყვანა მდაბალ ხარისხამდე, წვალებამდე, ძალადობამდე, აგრესიამდე....

- კი მაგრამ რაში ჭირდება ეს გონებას? - ვიკითხე მე,

- გონებას არა, ეს მათ ჭირდებათ ვინც გონებას "გვიდგავს", გონების დანიშნულიება მხოლოდ ერთია - შეგვაშინოს!  გონება ნაკადია - მიმმართველი ნაკადი, რომლის მიზანია სრულიად უწყინარი აზრი გახადოს საწყენი, მტანჯველი, მდაბალი, საშინელი! გონება ცდილობს აღმაფრენა გადააკეთოს დეპრესიათ, წარმატება დაიყვანოს დროებითობამდე - წარმავალ წუთიერებამდე - აქედან კი გადადის მის იშვიათობაზე და ბოლოს უამრავ მოსალოდნელ წარუმატებლობაზე ... შედეგად - სიხარული იცვლება მოწყენილობითა და უიმედობით. გონება უდიდესი მენეჯერია, მას სიხარული, წარმატება კარგიც და ცუდივ მიჰყავს - საშინელებამდე! გონება ნაკადია და მეტი არაფერი, ენერგიის ნაკადი რომელიც შემოდის ჩვენს კინკრიხოში რათა მოამზდოს ჩვენი ენერგია საკვებად, მძიმე აგრესიულ ნაწყენ, საცოდავ კონგლომერანტად.

- კი მაგრამ რა უნდა უყოთ ამ ნაკადს, ისევ ვიკითხე მე.

- უნდა ავაგოთ დიდი და მტკიცე კაშხალი მის წინაშე რათა შევაკავოთ იგი. მისი შეკავება "ჯოჯოხეთის" შეკავების იდენტურია, რადგან ამ ნაკადს მოაქვს ყოველგვარი სიბინძურე რათა ჩვენი სუფთა "წყალი" ჭაობად გადააკეთოს, - წარმოთქვა შამანმა. ნუთუ ვერ ხედავ, - განაგრძო მან, - კაცობრიობის აგრესია ამ ნაკადიდან მოდის, ეს ნაკადი აცოფებს ადამინს, აბოროტებს მას, ცხოველად, მტაცებლად აქცევს! ამერიკელ ინდიელებს ათი ათასობით წიგნი ჰქონდათ დაწერილი ამ ნაკადზე. მათ "პატრონებზე" და თავის დაღწევის გზაბზე, მაგრამ ესპანელებმა მრავალი წლის მანძილზე ყველა მათგანი დაწვეს! გაინტერესებს რატომ დაწვეს? - იმიტომ რომ გონებამ უკარნახა!  ფრაზა უკარნახა - გადამწყვეტია!  - აქ შამანმა დრამატული პაუზა გააკეთა მერე კი განაგრძო:

- ყოველთვის, თითოეულ ჯერზე, როდესაც ასრულებ მაგიურ პასებს, ისინი ცვლიან შენი არსების ძირითად სტრუქტურებს, აგებენ რა ნაკადის წინაშე კაშხალს, წინაღობას, რომელიც აკავებს საშინელების ნიაღვარს!  მთავარია გაიგო ერთი მარტივი ფაქტი - გონება სულაც არ არის ის რაც ბუნებამ მოგვცა და რაც მუდმივია. გონება დროებითი, ჩადგმული ობიექტია რომელიც შეიძლება შეკავდეს, შეჩერდეს, გაჩერდეს და გაუქმდეს. შენი გონება რითაც ასე ამაყობ სულაც არ არის შენი, ის სხვისი ენერგეტიკული სუბსტანციაა, ნაკადია შენში ჩადგმული. ასეთი ობიეტი აქვს ყველას და ყველაფერს დედამიწაზე: ცხოველებს, მცენარეებს, მინერალებს, ადამიანებს. დაფიქრდი რა გამოდის? - ვიღაცას მიაქვს დედამიწაზე ყოველი არსების ენერგია. რაღაც ფუნდამენტური, გადამწყვეტი, საფუძვლების შემრყევი ჩარევა ხდება.

- რა შედეგები და გავლენა აქვს ამას ჩვენს პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეზე? - ჩუმად ვიკითხე მე.

- ყველაფერი ავადდება, წვალობს, იტანჯება, ბერდება და კვდება, - მიპასუხა შამანმა, - და ეს სულაც არ არის ბუნების კანონი!

- გინდა წინ აღუდგე ამ ნაკადს საკუთარ თ ა ვ შ ი?, - შამანმა სიტყვა თავში ისე გამოყო, რომ ლამის გამეცინა. ეს დროული იყო თორემ ძალზედ დავითრგუნე.

- მინდა, აუცილებლად, კი კი მინდა, - სწრაფდ უპასიხე მე.

- მაშინ აიღე ეს მოძრაობები(მაგიური პასები) "ჩაეჭიდე" მათ და არასოდეს აღარ გაუშვა ხელი! - მტკიცედ წარმოთქვა შამანმა თან პირდაპირ თვალებში შემომხედა. კარგად მიყურე ბიჭო, დამაკვირდი - მე მრავალი წლისა ვარ, ცოცხალი, აქ და ეხლა, არ მაწუხებს არავითარი სხეულებრივი დაავადება, სიბერე, მარილები, წნევა, არ ვარ შემოფარგლული ადამინური დოგმებიტა და შაბლონებით, დროით, სივრცით. არ ვზივარ სტანდარტებში. არ ვცოცხლობ იმდენს რამდენაც საშუალოსტატისტიკური ადამინი, არ ავადვმყოფობ ადამინური დაავადებებით, არ ვარ სუსტი და მოწყენილი, დაღლილი და დაბეჩავებული, არ ველოდები ეკლესიას, მთავრობას, მეზობლებსა და ნათესავებს მითხრან თუ რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მითუმეტეს არ ვუსმენ მათ სისულელეებს იმის შესახებ თუ როგორია ცხოვრება! როგორ მოვახერხე ეს?, როგორ მოვედი შენთან რამოდენიმე ათასწლეულის წინ დაბადებული ადამიანი? - ამის მიზეზი მხოლოდ ერთია: - მე გავაჩერე ჩემი გონება, ჩადგმული ობიექტი, ნაკადი რომელიც მკარნახობდა ვინა ვარ, როგორი, რა შემიძლია, რა არ შემიძლია, როგორია ცხოვრება, ბუნება, კანონი, უძლურება, სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი! მე ეს ყოველივე შევაჩერე - მაგიური მოძრაობებით, პასებით! აზრი არ აქვს ცალცალკე სდიო ავადმყოფობებს, სიბერეს, უძლურებას, წარუმატებლობას და ა.შ. ამ ყოველივეს ერთი წყარო აქვს: - გონება, ნაკადი, ჩადგმული ობიექტი! ადამიანები იმას იმეორებენ რასაც მათ ჩადგმული ობიექტი ეუბნება, ისინი მტაცებლურ ნაკადში არიან. იცოდე, რომ სტანდარტულ ადამიანთან საუბარი გონებასთან საუბრის იდენტურია, ნუ უსმენ მათ, ისინი მოსიარულე ჩადგმული ობიექტები არიან! შამანებს არ ჰყავთ ამქვეყნიური მეგობრები, ისინი თავს არ იტყუებენ, რომ არსებობს ჩვეულებრივი ადამინი ჩადგმული ობიექტის გარეშე. ასეთი არ არსებობს! მაშ ვისთან მეგობრობ როდესაც გყავს ამქვეყნიური საშუალოსტატისტიკური, სტანდარტული ადამიანი - მეგობრად?  შამანები ცდილობენ არ აკეთონ ის რისი კეთებაც ადამიანებს გონებამ ასწავლა. ამ მოქმედებას ისინი - არ კეთებას უწოდებენ. კეთება ადამიანური ენერგიის საკვებად მომზადების პროცესია მხოლოდ. ნუ უყვები ადამინებს შენი თავის შესახებ, შენს განცდებს, ფიქრებს, გეგმებს, მოლოდინებს და ა.შ. უყვები რა მათ ამ ყველაფერს - შენ სინამდვილეში "პატრონს" უმხელ შენს შინაგანს. "პატრონი" კი ამ ყოველივეს შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.  ადამიანი თვითონ უყვება "პატრონს" ყველაფერს საკუთარი თავის შესახებ როდესაც საუბრობს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და ა.შ. 

- დისციპლინას გონებიდან გადაყავხარ, აი რატომ უჭირს ყველას დისციპლინა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, როგორმე ვისაუბროთ ამაზე, - თქვა შამანმა და მივხვდი, რომ მეტს აღარაფერს იტყოდა.

 

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის კვირაში სამჯერ ტარდება ტრენინგი. ტრენინგი გრზელდება 4 საათის მანძილზე. მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში.

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

საწყისი გვერდი

[right.htm]

 

2015 ©