მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

გურუ

კაცობრიობის ძველი მტერი

ნირვანა

ცეცხლი

თ ე ო რ ი ა

მაგიური მოძრაობები

ეთერული ბადე

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეულიენერგეტიკული კონფიგურაცია

მაგიური პასები დევები და პიტრები

მსხვერპლი

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

დემონები

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე

 


პ რ ა ქ ტ ი კ ა

ყელის ენერგეტიკული ცენტრის შევსება ენერგიით

იაგუარი ფხაჭნის ენერგიას

ავაზას ნახტომი

მარცხენა და მარჯვენა სხეულის ენერგიების შერევა

სერია - მორბენალი ადამიანი


მაგიური პასები

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

ყველა უფლება დაცულია

ცეცხლი

©

 

მოსწავლის უმაღლესი პრაქტიკა არის მედიტაცია. მედიტაცია მუშაობს  ცეცხლთან. არსებობს ხუთი სახის ცეცხლი:

1 - სიყვარულის ცეცხლი.

2 - მზის ცეცხლი.

3 - ელემენტარული ფიზიკური ცეცხლი.

4 - ტანჯვის ცეცხლი.

    სიყვარულის ცეცხლი მიეკუთვნება ღვთიურ ცეცხლს, სულს. ადამიანი იმდენად სულიერია რამდენადაც გააჩნია ეს ცეცხლი ანუ რამდენადაც უყვარს. თუ სიყვარული არის წმინდა, უპირობო, ამაღლებული მაშინ ცეცხლიც არის დახვეწილი უმაღლესი ღვთიური, წინააღმდეგ შემთხვევაში სიყვარულის ცეცხლი გარდაიქმნება მტანჯველ ცეცხლად.

მოსწავლე საკუთარ მედიტაციაში(ღრმა აზროვნებაში) იყენებს წარმოსახვას, გრძნობებს, შთაბეჭდილებებს, აზრებს რათა გამოიწვიოს საკუთარ თავში სიყვარულის ცეცხლი. ასეთი მედიტაცია წარმოადგენს შემოქმედებით პროცესს, აზრობრივ წარმოსახვით სიუჟეტურ მოქმედებას, როდესაც მედიტატორი ქმნის ვიზუალურ მოდელს საკუთარი თავისა და სამყაროსი და ეს მოდელი იშლება მის შინაგან სამყაროში როგორც სიყვარული.

მოსწავლემ მედიტირების შედეგად იცის, რომ მისი გონება მუდამ ქმნის აზრობრივ წარმოსახვით გრძნობით მოდელებს. ეს ხდება ქაოტურად, არამიზანმიმართულად და შეუმჩნევლად. დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ამ ქაოტურად შექმნილი მოდელების შინა არსი და მიზანი სულაც არ არის სიყვარული არამეტ ისინი ქმნიან და ემასხურებიან ტანჯვის ცეცხლს.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი ხშირად მიეცემა ხოლმე ნერვიულობას. ნერვიულობა არის შედეგი იმისა, რომ ის გაუცნობიერებლად ქმნის აზრობრივ-წარმოსახვით გრძნობით მოდელებს რომელთა შინა არსი არ არის სიყვარული და ეს უსიყვარულო წარმონაქმნები ტანჯავენ მას. ანუ ის იწვის ტანჯვის ცეცხლში. ეს იმიტომ ხდება, რომ საშუალოსტატისტიკური ადამიანი მიუჩვეველია აზროვნების დისციპლინას(მედიტაციას), ის ვერც კი ხვდება როგორ, როდის და რას აკეთებს აზრობრივად. ასეთი ფუნქციონირება არის მეტად მტანჯველი ხოლო ამ ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთი.

  მტანჯველი ცეცხლი იწვევს უამრავ დაავადებას. ორგანიზმში კრისტალირდება იმპერილის კრისტალები, რაც არის შხამი და საწამლავი.

მოწყენილობა, დეპრესია, ეჭვიანობა, შური, განკითხვა, დადანაშაულება, დასჯის სურვილი არის მტანჯველი ცეცხლის მიერ მოვნელინი მწვალებლობა და ტანჯვა.

ბავშობიდან ადამიანები სწავლობენ ჰიგიენას, ფიზიკური სხეულის მოვლას, სასაუბრო ენებს და ა.შ, მაგრამ მათ არავინ ასწავლის მედიტირებას ანუ აზრების, წარმოდგენების, წარმოსახვების, შთაბეჭდილებების, გრძობების - სწორ განლაგებას, მათ მოვლას, დასუფთავებას, გრაციას, მოძრაობას, გავლენას  და მათ ხარისხზე ზრუნვას.

საშუალოსტატისტიკურმა ადამიანმა არ იცის ლამაზი აზროფორმების შექმნა, ვიზუალიზაცია, მოდელირება, ალტრუისტული სიყვარულის დიზაინირება, ყოველდღიური დახვეწა, წინა პლანზე გამოტანა და მასში ჩაღრმავება. ეს ყოველივე იქმნება ცეცხლით, შინაგანი ცეცხლით. თუ ცეცხლი ქმნის ლამაზ, დახვეწილ, სიყვარულით განმსჭვალულ აზრებს, წარმოსახვებს, წარმოდგენებს, გრძნობებს, სცენებს, ვიზუალს მაშინ ის მაღლდება სული წმინდამდე, ღვთაებრიობამდე, იძენს მარადიულ ასპექტებს. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლი რომელიც გამოიყენება არაწმინდა, ულამაზო, უსიყვარულო აზროფორმების გენერირებისათვის ხდება გამანადგურებელი, მტანჯველი ცეხლი და წვავს შემქმნელს.

მედიტატორი სწავლობს შექმნას აზრობრივი წარმოდგენითი წარმოსახვითი და გრძნობითი სილამაზე, სიმამაცე, სიყვარული. სიმშვიდე, ჩაუღმავდეს მათ, დახვეწოს, განიმსჭჭვალოს მათი ხარისხით. ის თანდათან აცნობიერებს გონების ყოველდღიურ ქაოტურ ფუნქციონირებას, მის მიერ შექმნილ მტანჯველ მახინჯ უსიყვარულო და ულამაზო საშიშ აზროფორმებს.

ღრმა მედიტაციებით მოსწავლე ჯერ აცნობიერებს, შემდეგ კი აჩერებს გონების მიერ შექმნილ მტანჯველ აზროფორმებს და ანაცვლებს მათ სიყვარულის აზრო ფორმებით საკუთარ ყოველდღიურ მედიტაციაში.

  ამიტომ მედიტაცია არის უმაღლესი პრაქტიკა.

რადგან აზროფორმების გენერირება ხდება არამარტო დღისით არამეტ ღამითაც, რისი დადასტურებაცაა სიზმრები, სადაც სხვა არაფერია თუ არა აზროფორმები, ამიტომ მოსწავლეს გააჩნია ღამის მედიტაციებიც რომელთა საშუალებით ის გადადის სიზმრის მდგომარეობაში და ხვეწავს საკუთარ აზრო ფორმებს.

მოსწავლე მედიტაციის გარეშე არის არწივი ფრთების გარეშე, ხვლიკი ფეხების გარეშე და თევზი კუდის გარეშე.

        კაცობრიობა ჯოჯოხეთის მტანჯველ ცეცხლში იწვის და ვერ გაუგია ამის მიზეზები.

G.K.

[right.htm]

 

2015 ©