სულთან დამაკავშირებელი ხიდი
|
კითხვებზე პასუხი:
მაგიური პასები
აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით კარმა ღვიძლი და სიყვარულის პრაქტიკა
|
არ მომწონს ყველა უფლება დაცულია ©
კითხვა: - იცით რა არ მომწონს? როდესაც ადამიანი იმიტომ
ცდილობს სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნას, რომ შემდეგ, ამ მდგომარეობამ
მოუტანოს ფინანსური შემოსავალი... იმიტომ "პრაქტიკობს" რომ შემდეგ ქონდეს ფული
და სხვა ფუფუნების საგნები...ეს მიუღებელია ჩემთვის. და საერთოდ ამას არც
მივიჩნევ სიყვარულის მდგომარეობად,როდესაც შენი მიზანი არის ფული,როდესაც
კონცენტრაციას და მთელ ძალისხმევას აქეთკენ მიმართავ... ეს არ უნდა იყოს მიზანი
ამ პრაქტიკაში. ფული და სხვა "რაღაცეები" თავისთავად მოვა. მოვა იმდენი და მოვა
იმ დროს როცა ჩვენ გვჭირდება და რამდენიც გვჭირდება...უბრალოდ ჩვენ ხანდახან ეს
არ გვესმის.
მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ, როდესაც ჭეშმარიტ სიყვარულზეა საუბარი იქ უფრო
მაღლა უნდა იყოს თასმა აწეული და უფრო მაღალ ჭეშმარით ფასეულობებზე უნდა
ვფიქრობდეთ!პასუხი ოლმეკი(გიორგი): -
ასეთი აზრები უკვე მერამდენედ მესმის. ასე ვიწროდ ნუ უყურებთ ამ საკითხს. აქ
საქმე ფულში არ არის. ზოგს ფული სჭირდება, ზოგს ჯანმრთელობა, ზოგი
ახალგაზრდობაზე ოცნებობს, სხვებს ურთიერთობის პრობლემა აქვთ და ა.შ. ყველას
აქვს მიზნები, სურვილები, ოცნებები.... სურვილები ცუდი არ არის, არც მიზნები და
ოცნებები ... მხოლოდ უნდა გვესმოდეს, რომ მათი განხორციელების სწორი და
ერთადერთი კანონიერი გზა არის -
სიყვარული
და არა სხვა რამ!!! ანუ ფულის სურვილი ცუდი არაა, არც დამამცირებელი რამაა და
არც ცოდვა, ეს ყოველივე მხოლოდ მაშინ იჩენს თავს როდესაც ამ სურვილის ასრულების
გზებზე იწყება ფიქრი, ფულის გულისათვის ადამიანები იტყუებიან, ძალადობენ,
აშინებენ, ცილს სწამებენ, ფეხს უდებენ, ჩაგრავენ, შრომაში კლავენ ერთმანეთს, ამ
გზით ცდილობენ იშოვონ ფული და სწორედ ეს გზებია ცოდვა. ..... გინდათ ვინმე
ამუშაოთ თქვენზე, წელში გაწყვიტოთ და ამ გზით მიიღოთ ფული? თუ თქვენ თავად
იმუშაოთ დილიდან საღამომდე, ვნმეზე, წელებზე ფეხი იდგათ, ოფლში ცურავდეთ და
გროშები გადმოგიყარონ? ეს გინდათ ალბათ. ყველა და ყველაფერი რომ გიყვარდეთ,
ამაზე რომ მუშაობდეთ საკუთარ თავთან ყოველდღე და ამან მოგცეთ სიუხვე, ბარაქა და
ფული, ოჰ ამას როგორ იკადრებთ არა? ეს ამპარტავნებაა და სიამაყე. ერთმანეთს რო
ეჩხუვბებით ფულის გულისათვუის, ცუდ ხასიათზე რომ დადიხართ დღენიადაგ, თავს
უბედურად გრძნობთ და სხისი გშურთ, სხვას ატყუებთ ფულის გულისათვის ეს კარგია
ხო? ... სიყვარული თავად არის უმაღლესი მიზანი, გზა და საშუალება ყველა მიზნის
მისაღწევად... სიყვარული ღმერთია და როდესაც ჩვენ მას მივმართავთ სურვილის
ასასრულებლად, ჩვენ ფაქტიურად ღმერთს მივმართავთ.. ის აზრი რომ ფული სხვა გზით
უნდა მიიღოს ადამინმა და სიყვარული აქ არ უნდა გარიოს არასწორია! აბა რა გზით
უნდა მიიღოს? რომელია ამაზე სუთა, წმინდა და მისაღები გზა? რომელია ამაზე
უკეთესი გზა? ადამიანების დაქირავება და მათი შრომის ხარჯზე გამდიდრება, მათ
ცოტა გადაუხადო და შენ ათჯერ მეტი დაგრჩეს და გაჭიმულმა იარო ბიზნესმენი ვარო?
ესაა სწორი გზა და მისაღები თქვენთვის? თუ ტავად იმუშაო სხვაზე, დილიდან
დაღამებამდე, მერე ფერდაკარგული სახლისაკენ წალასლასდე, ქვეყანაზე, სამყაროზე,
ყველაზე და ყველაფერზე დაგრუზული და სახლში მისულმა ყველა დაცოფო, ესაა ალბათ
თქვენი სწორი და მისაღები გზა? იქნებ მსობლების კიზერზე ჯდომა და არაფრის
კეთებაა მისაღები თქვენთვის? ....... ფული სწორედ სიყვარულით უნდა იქნეს
მიღებული და ამავე მიზნებისათვის უნდა დაიხარჯოს.... სწორედ იმიტომ, რომ სულ
სხვა გზებით ხდება ფულის "შოვნა", ამ "ნაშოვნი" ფულის, სიყვარულით გაცემაზე -
არავინ ფიქრობს... ფულს სულ სხვა გზებით შოულობენ და სულ სხვა რამეებში
ხარჯავენ და ეს სრულიად მისაღებია თქვენთვის, მაგრამ როდესაც სიყვარულის,
შინაგანი ჰარმონიისა და შეთანხმებულობის გაზრდის შედეგად იღებს ადამინი ფულს და
შემდეგ ისევ სიყვარულის გავრცელებაზე ხარჯავს მას - ეს მიუღებელია როგორც ჩანს.
სიყვარული არ დგას ყოველდღიური ცხოვრებიისა და პრობლემების მიღმა...... აქამდე
ასე იყო, ასე გვასწავლიდნენ, მორალი და არა სიყვარული.... რომ სიყვარული რაღაც
ამაღლებულია რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა განიცადო
თავისთავად როცა თავისით მოვა.... ამიტომაცაა რომ მას "გამოუდეგარ" "ფუფუნებად"
მიიჩნევს გაჭირვებული ხალხი და ხშირად ამბობს - " რა დროს ეგაა, მე ყოველდღიურ
ლუკმა პურზე უნდა ვიფიქრო". თუ ფულს "სხვა" გზებით "შოულობ", ახალგაზრდობის
დაბრუნება შენარჩუნებას სხვა გზით ცდილობ, ურთიერთობებს სხვა მეთოდებით და
საშუალებებით აგვარებ, ჯანმრთელობას წამლები შველის, ხოლო სიბერე და სიკვდილი
გარდაუვალია.... მაშ სადღაა სიყვარულის ყოვლისშემძლე ადგილი? .... ესეიგი
სიყვარული არ სჭირდება ადამინს? ...... აი ამიტომაცაა რომ დიდი ყურადღება არ
ექცევა სიყვარულს ...... "ეს ხომ ასე ამორალურია - სიყვარულით რამეს მიაღწიოს
ადამინმა".........ღმერთს, სიყვარულს - ჩვენთვის არაფერი ენანება. ის ზრუნავს
საკუთარ შვილებზე. ამიტომ მთხოვს, ან იმიტომ მთხოვს - ეს ადამინური ლოგიკაა,
ეჭვიანობა, მცდელობა დაინახო რაღაც დაფარული.... დამნაშავე.... ღმერთი არ
აფასებს, არ მსჯელობს ჩვენს თხოვნებზე... მას მხოლოდ უყვარვართ... ის არასდროს
არავის არ სჯის, მორალს არ უკითხავს, არ განიკითხავს, არასოდეს არ ადანაშაულებს
საკუთარ შვილს... მას მხოლოდ უყვარს და გასცემს საკუთარი შვილის მიმართ
ყველაფერს რაც კი გააჩნია. მას ყველაფერი გააჩნია, ის ხომ ყოვლისშემძლე
მამაა..... არცერთ მამას არ უხარია საკუთარი შვილის ტანჯვა, როდესაც უკიდეგანო,
უიმედო შრომით იკლავს თავს შვილი რათა თავი ირჩინოს.. განა ეს გაეხარდება
რომელიმე მამას? ან როდესაც შვილი მამას არ სთხოვს, არ აგებინებს რა უნდა, ეს
მაშინ, როდესაც მამას ძალა შესწევს ყველა სურვილი აუსრულოს შვილს..და ნაცვლად
ამისა თვითონ ცდილობს მოიპოვოს სასურველი, დამოუკიდებლად - წელებზე ფეხის
დადგმით, მოტყუებით, სხვების ექსპლუატაციით, , დამუქრებით, ძალადობით და ა.შ.
როდესაც შვილი უარს ამბობს მამის მემკვიდრეობაზე და ცდილობს ცალკე იცხოვროს,
"საკუთარი თავის(ეგო-ს)" იმედად .... უძღები შვილი რომელიც გაურბის საკუთარ
ბუნებას რათა ჯიუტად ამტკიცოს რომ მასაც შეუძლია, ცალკე მდგომად რაღაცის
შექმნა.... ის გარბის მამის სახლიდან, მაგრამ მალევე ხვდება რომ ყოვლისშემძლე
მამის(სიყვარულის) გარეშე არაფერი გამოდის... ასე ეშვება ღმერთის შვილი
სიღარიბემდე, წელებზე ფეხის დადგმამდე, შრომობს მაგრამ არაფერი გამოდის,
სიჯიუტის და სიამაყის მდგომარეობაში ის სულ უფრო მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს,
მიდის ტყუილზე, ძალადობაზე, დანაშაულზე ...... და როდესაც დაიღლება ამ
ყოველივეთი, როდესაც ძალიან დაიღლება, მაშინ ღა იწყებს იმაზე ფიქრს, რომ
ყოვლისშემძლე მამის მემკვიდრეობაზე უარის თქმა, მისგან გამოყოფის მცდელობა,
საკუთარ ღვთიურ გენეტიკაზე უარი, საკუთარი ყოვლისშემძლე მამისეული ბუნების
უარყოფა ძალიან დიდი შეცდომაა... ხვდება რომ მამა ვრცელდება მასში და ცოცხლობს
მასში... რომ ის და მამა ერთია!!! ხვდება რომ ყოვლისშემძლეა საკუთარი ბუნებით
და სიღარიბეში სძვრება სული საკუთარი სიჯიუტის გამო, რომ უკვდავია, მუდმივი,
უსასრულო და უამრავ ინკარნაციის მანძილზე იძულებულია მოკვდეს იმიტომ რომ აურს
ამბობს საკუთარ უკვდავებაზე, რომ ყველაზე ძლევამოსილი არსებაა, მაგრამ სრულ
უძლურებაში იმყოფება იმიტომ რომ თუნდაც ჯოჯოხეთი მაგრამ "საკუთარი", ურჩევნია
ერთიან, თბილ, ძლევამოსილ, მოსიყვარულე, ყოვლისშემძლე სამოთხეს(მამის სახლს,
სიყვარულს)..... აი ესაა ამპარტავნება, ცრუ ეგო .....თავს
ნუ იტყუებთ!!! სიყვარულს ცუდი შედეგი არასდროს მოაქვს, თუ რაიმე შეგემთხვად ეს
უკმაყოფილების ბრალია და არა სიყვარულის ......
ეზოთერულ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/kitxvebi ალქიმიის შესახებ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/alqimia ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek სიახლე გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი "სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვიდა ჩემი მეორე ახალი წიგნი "შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვეცი მესამე წიგნი "სინათლის სხეულის გეომეტრია - ზეადამიანები" შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვეცი ალქიმიის მიმართულების პირველი წიგნი ალქიმია - ოქროს საწმისი შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
გამოვიდა ჩემი მეხუთე წიგნი "აშრამის გაკვეთილები". შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეიბუკზე პირადში, მესენჯერში
მრავალი წლის წინ გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი სიზმარხილვის შესახებ რუსულ ენაზე "Сно - видящий". შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეიბუკზე პირადში, მესენჯერში
ჯგუფი სულიერი იერარქია https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia ეზოთერულ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/kitxvebi ალქიმიის შესახებ კითხვებს ვპასუხობ ღია ფეისბუქ ჯგუფში - https://www.facebook.com/groups/alqimia ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/giorgi.olmek ტელეგრამი https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy
|
[right.htm] |
2015 © |