სულთან დამაკავშირებელი ხიდი

 

 


ხიდი სულთან


კითხვებზე პასუხი:


არ გამომდის სიყვარული?

საკმარისი სიყვარული

ბილწი აზრები

ერთი ასტროლოგი

ღმერთის სუფთა სიყვარული

შემაწუხებელი ფიქრები

სულთან კონტაქტი

გამოუყო ხუთი წუთი

ერთი საშუალება

ისედაც ყველა მიყვარს

ღვთიური განსაწმენდელი

კავკასიური იოგა

დამთხვევა თუ სასწაული?

სიყვარულის ძღვენი

ინკარნაცია წარსულში

არ მომწონს

არგამართლების მიზეზი

აბორტი და სული

ჯადო

როგორ ვაპატიო


ალქიმია


ფედერიკო გუალდი

ქალწულის ნაფეხურები

ალბერტ დიდი

მოსეს ალქიმია

ალქიმიური პროცესები

 


მზე და მთვარე      


გურუ

კაცობრიობის ძველი მტერი

ნირვანა

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

მოსწავლის მთა

მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

 

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

 

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

ალქიმია

ყველა უფლება დაცულია ©

 

 

ფილოსოფოსი ეძებს საწის მატერიას, მაგრამ მანამ ის არ გაერკვევა სამყაროს წყობაში, მის საკრალურ გეომეტრიაში, მანამდე მისი ძიება ფუჭია. ერთის შეხედვით ფილოსოფოსი, მისტიკოსი, ეზოთერიის მოყვარული, იოგი თუ სხვა "ბევრია", მაგრამ მეორეს მხრივ მათ არ გააჩნიათ კავშირი სულთან, ამიტომ საწყის მატერიასთან არ მიესვლებათ. ისაუბრო სულიერ გზაზე და იარო მასზე, სხვადასხვა რამეა. ამავე დროს საწყისი მატერიის ცოდნა მოდის სხვა უამრავი ჭეშმარიტების ერთმანეთთან შეთანხმებით, პაზლის აწყობით, რასაც ჭირდება სიყვარულის გარკვეული რაოდენობა და ხარისხი. აქაც იგივე სიტუაციაა, ბევრი კი საუბრობს სიყვარულზე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პლაგიატია, უბრალოდ მოსმეილის ან წაკითხულის გამეორება, თავად არ აღმოუჩენიათ სიყვარული, არ უბრძოლიათ მისი აღმოჩენისათვის, არ უკვლევია, არ განუცდია, ამიტომ საუბარი რჩება სიტყვებათ, ხოლო წაკითხული და მოსმენილი ინფორმაცია ნაგლეჯებად, რომლის შეერთება და აწყობა ვერ ხერხდება. საწყიმი მატერია კი მაშინ ცნობიერდება, როდესაც უთვალავ ნააწილს შეართებ ისეთ შეთანხმებაში, რაც იძლევა ჭეშმარიტ სურათს. საუბარი რჩება საუბრად. მაგარმ ხე ნაყოფით შეიცნობა. ნუ დაემგვანებით ხეს რომელიც არაფერს ისხავს. საწყისი მატერია ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ამავე დროს უსასრულოდ შორსაა მათთვის, ვინც ვერ ხედავს მას. ცოდნა და თავისუფლება ისე არ მოდის, არამეტ გმირთა ხვედრია.

ნებისმიერი მატერია ღელავს, ისევე როგორც ღელავს ზღვა ან ოკეანე. ტალღებს იწვევს სული, რომელიც აცოცხლებს მატერიას. ნამდვილმა ადეპტმა იცის მატერიის ღელვის ვულგარული სახელწოდება. იმისათვის, რომ მატერიამ მიიზიდოს სული, ის უნდა აღელდეს. ვინც იცის როგორ აღძრას მატერიაში ღელვის პროცესი, მას შეუძლია სასწაულების მოხდენა. სულთან კონტაქტის გარეშე, ეს ძვირფასი ცოდნა არ მოდის ადამიანთან. ალქიმია შესაძლებელი ხდება მას შემდეგ, რაც ადებტი გათვითცნობიერებულია მატერიის სტრუქტურაში, მისი სიცოცხლის და ხარისხის ცვლილების მიზეზში, ფლობს სიცოცხლის მიქცევა მოქცევის ხელოვნებას. ამონარიდი ჩემი მომდევნო ალქიმიური წიგნიდან "ალქიმიური ტრაქტატები".

საწყისი მატერია რომელსაც იღებს ალქიმიკოსი შეესაბამება ჯოჯოხეთს. მიწაზე არის მატერია რომელიც ჯოჯოხეთის ალეგორიაა, შინა-არსით, ვიზუალით, მოქმედებით, ამიტომ მას ყველა უარყოფს, გაურბის. ის ყველას ეზიზღება. თუმცა სწორედ ეს მატერია იტევს დაცემულ სულთა ლეგიონებს. სული ისევე შესაძლებელია გასუფთავდეს ჯოჯოხეთური ბორკილებისაგან, როგორც სხეული. რა თქმა უნდა ამას ესაჭიროება ცეცხლი და ჯოჯოხეთური მატერიის დასუფთავება. დასუფთავება ხდება ან მატერიის "საკუთარი ნებით", ან ტანჯვით. ალქიმიკოსი მიმართავს ჯოჯოხეთური მატერიის "ტანჯვას", რადგან დაცემული სული ეტრფის მატერიას და არა სამყაროს ერთიან სულს. ცეცხლში ხანგრძლივი, უსასრულო "ტანჯვის" შედეგად, სული სუფთავდება, იწმინდება, კრისტალიზირდება და წარმოდგებნს რაღაც საშუალოს სულსა და მატერიას შორის - სულის თოვლივით თეთრ კრისტალს. ეს არის ჩვენი მერკური.
ამონარიდი ჩემი მომავალი წიგნიდან - "ალქიმიური ტრაქტატები".
 

გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი "ალქიმია - ოქროს საწმისი". ალქიმია ცალკე მიმართულებაა, მას ეხება მოსწავლე როდესაც მეორე უდიდესი საიდუმლოს მისაღებად ემზადება. პირველი საიდუმლოს მასალებთან წვდემა მე მოგეცით პირველი ხაზით გამოცემულ წიგნებში "სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება", "შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა", "სინათლის სხეულის გეომეტრია -  ზეადამიანები". ამ ხაზს ვაგრძელებ წიგნით "აშრამის გაკვეთილები".
რაც შეეხება მეორე ხაზს, ეს გაცილებით უფრო უცხოა კაცობრიობისათვის, რადგან მოითხოვს ხანგრძლივ მედიტირებას. ამ საიდუმლოს აწყობა ფრიად რთული საქმეა, თუმცაღა ჩვენი წინაპრები ფლობდნენ ამ საიდუმლოს და მთელი მსოფლიო ცდილობდა მის დაუფლებას. საქმე ეხება არც მეტი არც ნაკლები სიცოცხლის გახანგრძლივებას მრავალი ასეული წლით და ეს ცოდნა ღმერთის ძღვენია ღირსეულთა მიმართ. სწავლება რთულია, სიმბოლურად დაფარული ათასწლეულების მტვრით, საჭიროა მისი გასუფთავება, აღდგენა, "ლატონის გათეთრება". ამ საიდუმლოს ამოსაცნობად საჭიროა ენციკლოპედიური ცოდნა, ძიება, მოკვლევა, სულთან კონტაქტი და ღმერთის ნება. მაშ ასე: თქვენ წინაშეა ამ განხრის პირველი წიგნი და ვისაც გყოფნით ძიების სურვილი, სიმამაცე და ცოდნა, - შეეჭიდეთ მას!


შეძენის მსურველებმა მიმართეთ - Мзеона Ибериели (მზეონა იბერიელი) - ს, ფეისბუკზე, პირადში, მესენჯერში. https://www.messenger.com/t/100000594201763
ფასი 25 ლარი
მიწოდება საქართველოს მასშტაბით.

 


 

[right.htm]

 

2015 ©