მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

ეთერული ბადე

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა

მზე და მთვარე

კარმის აღმოფხვრა

უკვდავების გზაზე


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

 

Tensegrity - Magical passes

 ენერგიის გადანაწილება

ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

                                                                                                                                                              "თქვენ ვერ იპოვთ გზას თუ თავად არ გახდით გზა"

ბუდა

           თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან გააჩნია გარკვეული ოდენობის ენერგია, რომელიც საკმარისია იმ მიზნის მისაღწევად რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყოველი ადამიანი დედამიწაზე - თავისუფლება!

         თავისუფლებას ძნელად თუ აღწევს ვინმე - გარე ჩარევის გამო! ვიღაც გამუდმებით ერევა ადამიანის აზროვნებაში და კარნახობს წესებს თუ როგორ უნდა იცხოვროს. ეს უკვე იმდენი ხანია ხდება, რომ ჩამოყალიბდა ნაკარნახევი მთელი ცივილიზაციები, კულტურა, ხელოვნება, სოციუმი... ჩვენი თანდაყოლილი ენერგია ვიღაცას მიაქვს ასეთი მანიპულირების საშუალებით!

      აზროვნებაში ჩარევის შედეგად ენერგია არასწორად ნაწილდება ენერგეტიკული სხეულის შიგნით, რაც იწვევს დაბალ ცნობიერებას, დაკნინებულ აზროვნებას, აგრესიულ რეაქციებსა და ცხოველურ შიშებს.

       მაგიური პასები უზრუნველყოფენ ენერგიის სწორ გადანაწილებას, რაც აღმოფხვრის ყველა ამ პრობლემას.

        მხოლოდ გადანაწილებულ ენერგიას ძალუძს აიყვანოს ადამიანი ბრწყინვალე ინტელექტის, უკიდეგანო სიმამაცის, ამაღლებული ცნობიერების სიმაღლეზე.

         ადამიანის სასიცოცხლო ცენტრები(ჩაკრები) გამუდმებით ფანტავენ სასიცოცხლო ენერგიას მაგალითად ნებისმიერი სტრესის, შიშის, ნერვიულობის, ძლიერი ემოციისა და გრძნობის განცდისას. ეს ყოველივე კი ასუსტებს ენერგეტიკულ სხეულს, ინტელექტს, ინტუიციას, ნერვებს, მედეგობას, სიმამაცეს, ფიზიკურ ძალას და აუღელვებლობას. 

როდესაც ადამინის ეთერულ ასტრალურ და მენტალურ სხეულს უყურებ ვხედავ, რომ ორგანიზმის ნებისმიერი დაავადება, დაკნინება, არასწორი და გაუმართავი ფუნქციონირება უკავშირდება ეთერული ასტრალური და მენტალური ენერგიების(სინათლის) გადაადგილების ბლოკირებას. არსებობვს ეთერული ენერგიის გამტარი არხები, თუ ამ არხებში ენერგია მიედინება თავისუფლად, მაშინ ორგანიზმი და ზოგადად ორგანოები ჯანმრთელია, ისინი აღდგებიან ყოველდღიურად ჯანმრთელი ფუნქციონირებისადმი, მაგრამ ძალზედ ხშირია ენერგეტიკული ბლოკები, რომლებიც არხებს კეტავენ და იწვევენ ენერიის არსწორ გადაადგილებას, ბლოკირებას, მის არასწორ განაწილებას და ა.შ. ენერგია არის ცეცხლი, ცეცხლი არის განწმენდა. თუ ცეცხლი იკლებს ამა თუ იმ ორგანიზმში და კერძოდ ორგანოში, მაშინ იმ ადგილას შესაძლებელია სხვადასხვა პათოგენთა გამრავლება, ანუ იწყება დაავადება!  ცეცხლი იკლებს ნერვიულობის დროს, სტრესების და წყენის შედეგად, აგრეთვე  სიცივის ზემოქმედებით, გადატვირთვის დროს და ა.შ.  ამ ყველაფრით სავსეა ჩვენი ცხოვრება, შედეგად კი ვიღებთ გამოფიტულ წელის არეს, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, თირკმელზედა ჯირკვლებს, ელენთას, ფარისებრ ჯირკვლებს და ა.შ.

       სასიცოცხლო ტონუსი ნელნელა იკლებს ყოველდღიურად და ეს იმიტომ ხდება, რომ ადამინები არ ზრუნავენ ენერგეტიკულ სხეულზე.  ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ენერგიის უზარმაზარი მარაგი. ეს მარაგი ამოუწურავია და ჩვენი წმინდა "ვალია" ამოვიტანოთ ენერგია ამ რეზერვუარიდან და გავაჯეროთ ჩვენი სხეული და ორგანოები ენერგიით.  ეს მოქმედება არამარტო აღადგენს სხეულს არამეტ აღადგენს ფსიქიკასაც, ნერვებსაც, მყარ ხასიათს და სიმშვიდეს.

       დაე თითოეული თქვენგანი დაფიქრდეს როგორ შეიცვალა თქვენი ხასიათი ბავშვობის შემდეგ პერიოდში, როგორი მყარი ნერვები გქონდათ ადრე და ეხლა კი სულ გაგიუჭდათ, რამდენი რამეს ატანა შეგეძლოდ ახალგაზრდობაში, ეხლა კი იღლებით, ნერვები გეშლებათ, ღიზიანდებით და ცუდ ხასიათზე ხართ უმეტესად.

        ადრე ცხოვრებას იმედის თვალით უყურებდით, ახლა კი ღრმა დეპრესია შემოგეპარათ. ზოგი იტყვის, რომ ეს წლების ბრალია - მაგრამ არამც და არამც! ეს გამოფიტვის ბრალია, ენერგიისაგან დაცლის შედეგია მხოლოდ!!!

        თვითონ ის ფაქტი რომ დაიღალეთ, არაფერი აღარ გინდათ, მოგბეზრდათ ყოველივე და ვარჯიშიც კი გეზარებათ - სწორედ ენერგიის უკიდურესი შემცირების ბრალია.

         გამოსავალი მარტივია: - ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ!!!

         მაგიური პასები უზრუნველყოფენ თქვენს ჯანმრთელობას შეავსებენ რა თქვენს ორგანიზმსა და ორგანოებს ენერგიით!

საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო მაგიური პასების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, ტრენინგი გრძელდება 4 საათის მანძილზე.  მსურველებმა მომწერეთ მეილზე lovefund@mail.ru   ,   სკაიპში olmeki1 ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

 

 

საწყისი გვერდი

 

 

[right.htm]

 

2015 ©