მაგიური პასები

Tensegrity - Magical passes

ენერგიის გადანაწილება

Tensegrity - Magical passes

Tensegrity - Magical passes მაგიური პასები



მაგიური პასები

მეომრის პოზა

ენერგეტიკული დანაკლისი

ენერგიის გადანაწილება

ენერგეტიკული სხეული

მტაცებლები

ოკუპანტები

ჩადგმული ობიექტი

დისციპლინა

ენერგეტიკული კონფიგურაცია

ხაფანგი

შამანების შემეცნება

შამანური ტრადიცია

წინააღმდეგობა


მზე და მთვარე      


მაგიური პასები

სერია - მორბენალი ადამიანი

აღდგენა ცენტრების ურთიერთ ჩართვით

 კარმიული ენერგიის აღდგენა 

აღმავალი კარმიული ტალღების წარმოქმნა

აღმდგენი ან დამშლელი დინება

ძალა

ორგანიზმის აღმდგენი მოძრაობები

ორგანიზმის აღდგენა ცეცხლოვანი სფეროების გააქტიურებით

ღვიძლის ცეცხლით გაწმენდა

ღვიძლის გაჯერება ენერგიით

კარმა ღვიძლი და  სიყვარულის პრაქტიკა

 

"აღდგომის" ენერეგეტიკული კვადრატი

ორგანიზმი როგორც ღვიძლი

     

მაგიური პასები

ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

©

 

                                                                                                             "თავად მოიპოვე ხსნა ნუ დაელოდები მას სხისგან"

                                                                                                                                                                                                ბუდა

      მე უკვე 15 წელია მივყვები მაგიური პასების, სიზმარხილვის, რაჯა იოგასა და იოგა ვიდიას პრაქტიკას. გამოვეცი წიგნი "სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება" - სერიიდან სიზმრის იოგა(ქართულ ენაზე). აგრეთვე რუსულ ენაზე გამოვეცი წიგნი "Сно -видящий". სადღეისოდ მზადდება კიდევ ორი წიგნი გამოსაცემად - "შეხვედრები წმინდანებთან" და "სინათლის სხეულის გეომეტრია". 

      თუ დაგაინტერესებთ ჩემი კვლევები და გამოცდილება შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს საიტებს - http://olmek.ru/ ქართულ ენაზე და lovefund1.com რუსულ ენაზე.

      ამჯერად გადავწყვიტე ეს საიტი დაუთმო იმ უძველეს ცოდნას რომლიც სადღეისოდ ცნობილია მაგიური პასების - Magical passes სახელით. უამრავი ადამიანი ცდილობს ინტერნეტ სივრცეში ისაუბროს მაგიური პასების შესახებ, მაგრამ პირადი გამოცდილების გარეშე ეს არაფრის მომცემია.

      ოდესღაც მე სამხრეთ ამერიკელი ინდიელების "ოლმეკების" ტომში ვცხოვრობდი. ოლმეკებმა შექმნეს ამერიკელი ინდიელების ცნობილი კალენდარი, მაგიური პასების მნიშვნელოვანი ნაწილი, სიზმარხილვის პრაქტიკები და სხვა......

       მაგიური პასების შესახებ გაუთავებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ სამწუხაროდ პასების ათვისება პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ საიტზე განვიხილავთ თეორიულ ცოდნას, ხოლო პრაქტიკას ეთმობა კვირაში ორჯერ 4 საათიანი ტრენინგი. მოძრაობების ათვისება ხდება ნელნელა, მთავარია თემაში საფუძვლიანი გარკვევა და მონდომება. ოთხი საათი ტრენინგი ხუმრობა არ არის, მაგრამ სავსებით მიღწევადი საქმეა გარკვეული დროის მანძილზე.

      მაშ ასე რას წარმოდგენს მაგიური პასები და რა დანიშნულება აქვს მას?   

     პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს შამანური ტრადიციაა და ეფუძვნება ენერგიის უშუალო აღქმას. ძველი შამანები იკვლევდნენ ადამიანისა და სამყაროს ენერგეტიკულ საფუძვლებს, ასე ვთქვათ სამყაროს გეომეტრიას, ისინი არამარტო ხედავდნენ ენერგიას არამეტ ამ ცოდნის საფუძველზე ქმნიდნენ ენერგეტიკულ პრაქტიკებს. ეს პრაქტიკები მოწოდებული იყო დახმარება გაეწია მათთვის რაც შეიძლება დიდხან შეენარჩუნებინათ საკუთარი ენერგეტიკული სხეული. შამანებმა დაინახეს, რომ სამყაროში მთავარ "ვალიუტას" წარმოადგენს ენერგია, შესაბამისად ცდილობდნენ გაფრთხილებოდნენ მას, დაეცვათ ის და გაეზარდათ.

       ამ უძველესმა მაგებმა გამოყვეს სამი მიმართულებით განვითარების აუცილებლობა:

1 - ენერგეტიკული სხეულის დაცვა.

2 - ენერგიის ტოტალური გადანაწილება.

3 - ფიზიკური სხეულისა და ენერგეტიკული სხეულის შერწყმა იმ ხარისხით, რომ შედეგად მიეღოთ უნივერსალური ინსტრუმენტი ნებისმირ სამყაროში სამოგზაუროდ.

      ძველ მაგებს აგრეთვე მეტად ადარდებათ ცნობიერების ის დაბალი მაჩვენებლები რასაც ისინი ხედავდნენ საშუალოსტატისტკური ადამინის შემთხვევაში, ამიტომ ისინი გამუდმებით ეძებდნენ გზებს ამაღლებული ცნობიერების მისაღწევად.

      ძველი შამანები ხშირად ყვებოდნენ ისტორიებს შინაური ცხოველების შესახებ, თუ როგორ გადავიდა გარკვეული შემთხვევის გამო ერთერთი მათგანი დაბალი ცნობიერებიდან ამაღლებულ ცნობიერებაში და მაშინ პირველად გააცნობიერა, რომ ის დამწყვდეულია, მას ასუქებენ - რათა შეჭამონ! გააცნობიერა, რომ ადამიანი პატრონობს მას, უვლის, კვების და გამრავლების უფლებას აძლევს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს შეჭამოს!

       ამ ძველმა მკვლევარებმა დაინახეს, რომ ადამიანსაც ყავს თავისი "პატრონი" რომელიც კაცობრიობას მხოლოდ გამრავლებისა და კვების უფლებას უტოვებს! მაგრამ ამ პატრონის დასანახათ ამაღლებული ცნობიერება იყო საჭირო. ძველ მაგებს კიდე უამრავი მიზეზი და გამოწვევა ჰქონდათ რათა შეექმნათ ისეთი ენერგეტიკული ტრენინგი როგორსაც მაგიური პასები წარმოადგენს.

       ამ პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო იყო, რკინისებური სხეული, წარმოუდგენელი სიმამაცე, სტაბილური დისციპლინირებული ფხიზელი ფსიქიკა, ტოტალური აუღელვებლობა, ზეძლიერი ენერგეტიკა, ამაღლებული ცნობიერება, უნარი უყურო შეუცნობელს და მუხლი არ აგიკანკალდეს. ამ ყველაფრის პასუხად შეიქმნა მაგიური პასები!

    საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამინებს ამ ვარჯიშთა თეორიული მონახაზი, ხოლო აღმდგენი ვარჯიშების პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება სემინარები კვირაში სამჯერ დარბაზში, სემინარი გრძელდება 4 საათის მანძილზე -- მსურველებმა მომწერეთ სკაიპში ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

 https://www.facebook.com/groups/Agmdgenivarjishebi/

 

 

ჩემი სკაიპია olmeki1

Tensegrity